მიწისა და უძრავი ქონების ბაზრების განვითარება, საქართველოში მიწის რეფორმის განხორციელება, საკუთრების უფლებების რეგისტრაცია და ეფექტიანი სარეგისტრაციო სისტემის ჩამოყალიბება ყოველთვის იყო მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციის საქმიანობის პრიორიტეტები.
წლების განმავლობაში მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია ახორციელებდა პროექტებს, რომელთა მიზანი იყო სასოფლო და არასასოფლო მიწის რეგისტრაცია, გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზების შექმნა, ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში განსახლების პროცესების ხელშეწყობა, უძრავი ქონების სფეროში ჩართული პროფესიული დისციპლინების განვითარება, უძრავი ქონების ამზომველების და შემფასებლების, ასევე მოძრავი ქონების შემფასებლების კვალიფიკაციის ამაღლება და ამ სფეროებში საერთაშორისო სტანდარტების დამკვიდრება.