HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება

        


სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: 39 ობიექტზე საკუთრების უფლებების რეგისტრაცია და უძრავი ქონების საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების (საჯარო რეესტრიდან ამონაწერი) დამკვეთისათვის გადაცემა

განხორციელების ადგილი: ლანჩხუთი, კასპი, გარდაბანი, დედოფლისწყარო, ხობი, ბათუმი, თბილისი

განხორციელების ვადა: სექტემბერი, 2006 - დეკემბერი, 2006

დაფინანსების წყარო: სს ”საქნავთობი”


პროექტის მოკლე აღწერა

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია კლიენტებს სთავაზობს მაღალი სიზუსტის საკადასტრო/აგეგმვითი სამუშაოების შესრულებას და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებების ოფიციალურ რეგისტრაციას საჯარო რეესტრში.

“საქნავთობი” მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის ერთ-ერთი მსხვილი კლიენტია, რომელმაც მიმართა ასოციაციას მის საკუთრებაში არსებულ ობიექტებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით.

“საქნავთობთან” დადებული კონტრაქტის საფუძველზე ასოციაციის თანამშრომლები აგროვებენ და აანალიზებენ მიწისა და უძრავი ქონების საკუთრების უფლებასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს, მათ შორის, მიწის გადაცემის აქტებს, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოების გადაწყვეტილებებს მიწის გადაცემის თაობაზე, შენობა-ნაგებობების საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტებს, ყოფილი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროების გეგმებს. ამ დოკუმენტების საფუძველზე თითოეული ობიექტისთვის მზადდება დეტალური გეგმა და იქმნება შესაბამისი საკადასტრო და სარეგისტრაციო დოკუმენტები. დოკუმენტების საბოლოო პაკეტი სარეგისტრაციოდ გადაეცემა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს.

პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლებების რეგისტრაცია ხორციელდება “საქნავთობის” 39 ობიექტზე, რომლებიც განთავსებულია საქართველოს 5 რაიონსა და 2 ქალაქში.