HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება



სტატუსი: მიმდინარე

სრული დასახელება: გარდაბნის რაიონის სარეგისტრაციო სამსახურში არსებული საკადასტრო და ალაფანუმერული მონაცემების კონვერტირება და მათი ერთიან გეომონაცემთა ბაზაში ინტეგრირება

განხორციელების ადგილი: გარდაბნის რაიონი

განხორციელების ვადა: იანვარი, 2008 – მაისი, 2008

ბიუჯეტი: 156,940 ლარი

დაფინანსების წყარო:  საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების საკოორდინაციო ცენტრი


პროექტის მოკლე აღწერა:

საქართველოში მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის თანამედროვე და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება ქვეყანაში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილია. დღეისათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს  სარეგისტარციო სამსახურებში მიმდინარე რეფორმის  ფარგლებში აქტუალურია საკადასტრო ინფორმაციის წარდგენისა და შენახვის ერთიანი სტანდარტის დადგენა, რეგისტრაციის პროცედურების გამარტივება და ერთიანი გეომონაცემთა ბაზის შექმნა.

საქართველოს ზოგიერთ რაიონში, მათ შორის, გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში არსებული საკადასტრო ინფორმაცია მომზადებულია სხვადასხვა ფორმატით და ერთიან გეომონაცემთა ბაზაში ინტეგრირებისათვის საჭიროებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით კონვერტირებას. გარდაბნის რაიონში საკადასტრო სამუშაოები რამდენიმე წლის წინ განახორციელა მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებულმა პროექტმა. გრაფიკული მონაცემები მომზადდა MapInfo პროგრამაში, ხოლო ალფანუმერული - MS Access ბაზაში. ამ მასალის სარეგისტრაციო სამსახურისათვის გადაცემის შემდეგ გრაფიკულ მონაცემებში შესაბამისი ცვლილებები არ განხორციელებულა. ეს მონაცემები ასევე შეტანილი არ არის ერთიან გეომონაცემთა ბაზაში.

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია ახორციელებს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში არსებული საკადასტრო და ალფანუმერული მონაცემების ერთიანი გეომონაცემთა ბაზის ფორმატში ტრანსფორმირებასა და ამ ბაზაში ინტეგრირებას. სამუშაოები მიმდინარეობს მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული სოფლის მეურნეობის განვითარების პროექტების საკოორდინაციო ცენტრთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე.

პროექტის ფარგლებში ასოციაციის სპეციალისტები ახორციელებენ გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში არსებული ერთიანი ტოპოსაფუძვლის განახლებას და ტოპოლოგიურ გასწორებას ორთოფოტოების და ციფრული რუკების დამუშავების, ასევე საჭიროების შემთხვევაში - საველე აზომვების საფუძველზე, ქმნიან გეომონაცემთა ბაზის სტრუქტურას და აყალიბებენ გრაფიკული და ალფანუმერული მონაცემების კონვერტაციის მეთოდოლოგიას.  შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავების შემდეგ შესაძლებელია მიწის ნაკვეთების, შენობა-ნაგებობების, სარკინიგზო ხაზების, საავტომობილო გზების გრაფიკული მონაცემების MapInfo ფორმატიდან ArcGis  პროგრამაში ტრანსფორმირება, ასევე MS Access ფორმატით არსებული ალფანუმერული მონაცემთა ბაზების ტრანსფორმირება და გეომონაცემთა ბაზაში ინტეგრირება.

ასოციაციის სპეციალისტები ასევე შეისწავლიან გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურში სარეგისტრაციო და საკადასტრო მონაცემების მოძრაობის სისტემას და ამზადებენ ინსტრუქციებსა და რეკომენდაციებს მონაცემთა მოძრაობის ოპტიმალური სქემის და გრაფიკული მასალების განახლების  პროცედურის დანერგვისთვის. ინსტრუქციების საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების შემდეგ ტარდება ტრენინგები გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის თანამშრომელთათვის. 

პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები ხელს უწყობს საქართველოს ერთიანი გეომონაცემთა ბაზის შექმნას და მიწის რეგისტრაციისა და კადასტრის ეფექტიანი სისტემის  ჩამოყალიბებას.