HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება





სტატუსი:
 
დასრულებული

სრული დასახელება:  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიწისზედა აქტივების ინვენტარიზაცია, ამ აქტივების აზომვა და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია; საქართველოს 59 დასახლებული პუნქტის გეოინფორმაციული რუკების მომზადება; მიწის ნაკვეთებისა და სხვა უძრავი ქონების შეფასება

განხორციელების ადგილი: კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, იმერეთის, გურიის რეგიონები 

განხორციელების ვადა:  თებერვალი – სექტემბერი, 2010

დაფინანსების წყარო:  საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 



პროექტის მოკლე აღწერა:

საქართველოში წყალმომარაგების სისტემების განვითარების მიზნით საქართველოს მთავრობამ შეიმუშავა წყალმომარაგების გაუმჯობესების სახელმწიფო პროგრამა, რომლის  საფუძველზედაც უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საქართველოს რეგიონებისთვის სასმელი და სარწყავი წყლის შეუფერხებლად მიწოდება. 

ეკონომიკური  განვითარების სამინისტროს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია პასუხისმგებელია საქართველოს რეგიონების სასმელი წყლით უწყვეტ მომარაგებაზე, მოსახლეობის მომსახურების თანამედროვე სისტემების დანერგვასა და წყლის რესურსების მდგრად გამოყენებაზე. 

კომპანიის მფლობელობაში არსებული მიწისზედა აქტივების აღრიცხვისა და რეგისტრაციის მიზნით კომპანიამ გააფორმა კონტრაქტი მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციასთან, რომლის საფუძველზედაც ხორციელდება კომპანიის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების მოკვლევა-იდენტიფიცირება, დეტალური საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადება და შესაბამისი მონაცემთა ბაზის შექმნა, ასევე შენობა-ნაგებობების შიდა აზომვითი ნახაზების შედგენა და უძრავი ქონების თითოეული ერთეულის საჯარო რეესტრში რეგისტრაცია.

პროექტის ფარგლებში ასოციაცია  უზრუნვველყოფს კომპანიის საკუთრებაში არსებული მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეფასებას  უძრავი ქონების შეფასების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; ასევე ამზადებს 59 დასახლებული პუნქტის გეოინფორმაციულ რუკებს, რომლებზედაც შემდგომში დატანილი იქნება წყალმომარაგების  ობიექტები და მიწისქვეშა სისტემები, რაც საშუალებას მისცემს დამკვეთს, შეიმუშაოს წყალმომარაგების სისტემების განვითარების გეგმა. 

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდას.