HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება



სტატუსი
:  დასრულებული

სრული დასახელება:  გორის რაიონის სოფელ შინდისის მიმდებარედ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების გენერალური გეგმის მომზადება და გორის მუნიციპალიტეტისთვის გადაცემა 

განხორციელების ადგილი:  სოფელი შინდისი, გორის რაიონი

განხორციელების ვადა:  იანვარი – თებერვალი,  2009

დაფინანსების წყარო:  განვითარებისა და რეფორმების ფონდი, სსიპ  



პროექტის მოკლე აღწერა:

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი ადგილებით უზრუნველყოფის მიზნით შიდა ქართლის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის მიერ გამოყოფილი იქნა სპეცილური ტერიტორიები, რომლებზედაც დევნილთა საცხოვრებელი სახლები აშენდება. მშენებლობის დასაწყებად აუცილებელია სამშენებლო ტერიტორიების შესწავლა, დასახლებების გარე პერიმეტრის განსაზღვრა, საკარმიდამო ნაკვეთებად დაყოფა და გენერალური გეგმების მომზადება.

გორის რაიონის სოფელ შინდისის მიმდებარედ იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლების გენერალური გეგმის მომზადებას საქართველოს განვითარებისა და რეფორმების ფონდი აფინანსებს. პროექტის ფარგლებში მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია ახორციელებს საპროექტო ტერიტორიის შესწავლას, განსაზღვრავს ინფრასტრუქტურული განვითარების შესაძლებლობას, ახდენს ტერიტორიის საკარმიდამო და საერთო სარგებლობის მიწის ნაკვეთებად გამიჯვნას. შესრულებული სამუშაოების საფუძველზე მზადდება შინდისის დასახლების გენერალური გეგმა, რომელიც დამკვეთს და გორის რაიონის მუნიციპალიტეტს გადაეცემა. 

შინდისის დასახლების გენერალური გეგმის მომზადების შედეგად შესაძლებელი გახდება დევნილთა საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დაწყება.