HomeMap
APLR
 
English version

საზოგადოებასთან ურთიერთობა

         


სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: საზოგადოების მონაწილეობით ეკონომიკური განვითარების საქმიანობის განხორციელება, საზოგადოების ადგილობრივ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობის შესაძლებლობის გაძლიერების პროგრამის ფარგლებში

განხორციელების ადგილი: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა

განხორციელების ვადა: სექტემბერი, 2005 - დეკემბერი, 2006

დაფინანსების წყარო: ურბანული ინსტიტუტი


პროექტის მოკლე აღწერა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, საქართველოს სამხრეთ-დასავლეთი ნაწილი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. რეგიონი, რომელიც ესაზღვრება თურქეთს და მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე, წარმოადგენს საზღვაო, სარკინიგზო, საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტის გზაჯვარედინს და ფლობს საკმაოდ მნიშვნელოვან ეკონომიკურ პოტენციალს. როგორც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, ასევე ადგილობრივი მთავრობა მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევს რეგიონში მრეწველობის, სოფლის მეურნეობის, ტურიზმისა და ვაჭრობის განვითარებას.

ადგილობრივი მთავრობის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაძლიერების, სტრატეგიული დაგეგმვის და პრიორიტეტების განსაზღვრის ხელშეწყობის, აგრეთვე საზოგადოების მონაწილეობის საფუძველზე ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია ახორციელებს პროექტს აჭარაში საზოგადოების მონაწილეობით რეგიონული ეკონომიკური განვითარების გეგმის შესამუშავებლად.

პროექტის ფარგლებში ასოციაცია მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ ხელისუფლებასთან, კერძო სექტორთან, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოქალაქეებთან. ასოციაციის ეკონომიკური კონსულტანტები განიხილივენ ეკონომიკური კონცეფციების პროექტებს, აანალიზებენ არსებულ ანგარიშებს, სამთავრობო პროგრამებს, კვლევებსა და სხვა ხელმისაწვდომ ინფორმაციას, ატარებენ საზოგადოებრივი აზრის კვლევებს, აგროვებენ სატატისტიკურ მონაცემებს, ამზადებენ რეგიონის პრობლემების, თავისებურებებისა და რესურსების ამსახველ სოციალურ-ეკონომიკურ მონახაზს და აყალიბებენ რეგიონული განვითარების კრიტერიუმებს.

აჭარის რეგიონალური ეკონომიკური განვითარების გეგმის შემუშავება ხორციელდება ადგილობრივი ხელისუფლების, საზოგადოების, არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესის წარმომადგენლების პირდაპირი მონაწილეობით. გეგმაში ასახულია საზოგადოების პრობლემები და საჭიროებები, ჩამოყალიბებულია ადგილობრივი საზოგადოების საერთო ხედვა, განსაზღვრულია კონკრეტული მიზნები და ამოცანები რეგიონში არსებული პრიორიტეტების შესაბამისად, მითითებულია დაფინანსების წყაროები თითოეული კონკრეტული საქმიანობისთვის.

აჭარის რეგიონალური ეკონომიკური განვითარების გეგმა ექვემდებარება აჭარის მთავრობის მიერ დამტკიცებას. ეს გეგმა უნდა გახდეს ოფიციალური დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც განხორციელდება ეკონომიკური გადაწყვეტილებების მიღება და რეგიონში სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების საქმიანობის კოორდინირება.

რეგიონალური ეკონომიკური განვითარების გეგმა სამთავრობო და არასამთავრობო სექტორების ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგად შემუშავებული პირველი რეგიონული დონის დოკუმენტია. გეგმაში ასახულია ის ძირითადი საქმიანობები, რომლებიც უნდა განხორციელდეს აჭარაში 2007-2011 წლებში. ძირითადი პრიორიტეტებია ტურიზმი და ინფრასტრუქტურის განვითარება, ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტა. მცირე ბიზნესის განვითარება, მეწყერსაშიშ ზონებში მცხოვრები მოსახლეობის განსახლება და ინვესტიციების მოზიდვა.