HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

24.01.2012 შეიქმნა მოძრავი ქონების შემფასებელთა სერტიფიცირების პროგრამის ვებ-გვერდი


ამოქმედდა  მოძრავი ქონების შემფასებელთა პროფესიული სერტიფიკაციის პროგრამის ვებ-გვერდი, რომელიც ხელმისაწვდომია საიტიდან  http://certification.org.ge.  ვებ-გვერდზე მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს მოძრავი ქონების შეფასების  სფეროში პროფესიული სერტიფიცირების წესებსა და პროცედურებს, საგამოცდო პროგრამ და ტესტების ნიმუშებს, ინფორმაციას მოძრავი ქონების სერტიფიცირებული შემფასებლების  შესახებ. დაინტერესებულ პირებს ასევე შეუძლიათ ელექტრონულად დარეგისტრირდნენ მოძრავი ქონების შემფასებელთა სასერტიფიკაციო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად.

www.certification.org.ge განკუთვნილია უძრავი ქონების აგეგმვის და  შეფასების და მოძრავი ქონების შეფასების სფეროში მომუშავე პირებისა და ამ მომსახურებების მომხმარებლებისთვის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრის ელქტრონული პროგრამის და უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის ვებ-პროგრამის მომხმარებლებისთვის, ასევე უძრავი და მოძრავი ქონების ბაზრებზე მოქმედი სხვა სუბიექტებისთვის.