HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

01.03.2010 იწყება სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის მომხმარებელთა პროფესიული მომზადება და სერტიფიცირება


მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია აცხადებს მიღებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის მომხმარებელთა პროფესიული მომზადებისა და სერტიფიცირების პროგრამებზე. 

პროფესიული სერტიფიკაცია

სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის მომხმარებელთა პროფესიული სერტიფიცირების მიზანია ბაზრის კვალიფიციური სპეციალისტებით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურებით უზრუნველყოფა. სერტიფიცირების (ტესტირების) წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სამეწარმეო რეესტრის  ელექტრონული პროგრამის მომხმარებლის სერტიფიკატი, რომელიც წარმოადგენს საჯარო რეესტრის ავტორიზებულ მომხმარებლის სტატუსის მიღების საფუძველს, რის შედეგადაც სერტიფიცირებულ პირებს  ენიჭებათ ინდივიდუალური უფლება ინტერნეტით მიიღონ საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაცია და ერთიან კომპიუტერულ ქსელში ჩართულ ქალაქებსა და რაიონებში დისტანციურად მოახდინონ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეგისტრაცია.

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პროფესიული სერტიფიკაციის ორგანო დღეისათვის საქართველოში ერთადერთი აკრედიტებული ორგანიზაციაა, რომელიც პერსონალის სერტიფიკაციას საერთაშორისო სტანდარტის - ISO/IEC 17024:2008 შესაბამისად ახორციელებს. ასოციაციას გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, რომლის მიხედვითაც დასტურდება ასოციაციის სერტიფიცირების პროგრამის შესაბამისობა ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებთან და სტანდარტებთან.

სერტიფიცირების საფასური შეადგენს 100 ლარს (დღგ-ს ჩათვლით). 

სერტიფიკაციის მსურველ პირებს შეუძლიათ გაიარონ პროფესიული მომზადების კურსი.

პროფესიული მომზადება

კვალიფიციური ტრენერები უზრუნველყოფენ სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის მოხმარებისა და შესაბამისი სამართლებრივი საკითხების სწავლებას, რაც საშუალებას მისცემს მსმენელებს, მიიღონ ავტორიზებული მომხმარებლისათვის საჭირო თეორიული ცოდნა, გამოიმუშაონ შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მოემზადონ სერტიფიცირებისთვის.

პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი პირისთვის,  ვისაც სურს გახდეს სამეწამეო რეესტრის ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის მომხმარებელი.

პროფესიული მომზადების პროგრამის საფასური შეადგენს 220 ლარს (დღგ-ს ჩათვლით).

პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 4 დღეს.

სერტიფიცირებისათვის პროფესიული მომზადების პროგრამის გავლა სავალდებულო არ არის.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა (პროფესიული მომზადების განაცხადის ფორმა იხილეთ: www.aplr.org/Training_Form  სერტიფიცირების განაცხადის ფორმა იხილეთ: www.aplr.org/Certification_Form და წარუდგინონ მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პროფესიული სერტიფიცირების ორგანოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პროფესიული სერტიფიცირების ორგანოს სერტიფიცირების ცენტრი
თბილისი 0102
წმ. ნიკოლოზის/ნ.ჩხეიძის ქუჩა #1, 1-ლი სართული
ელ.ფოსტა:
certification@aplr.org
ელ.ფოსტა
: natia@aplr.org
ტელ: (822) 10 62 72; 899 219 199