HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

12.11.2009 მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოში (IVSC) გაწევრიანდა


შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს საერთო კრების გადაწყვეტილებით მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია მიღებული იქნა შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს წევრად პროფესიული ორგანიზაციის სტატუსით. შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს საერთო კრება გაიმართა მიმდინარე წლის 5-7 ნოემბერს მადრიდში.

შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭო არაკომერციული, წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციაა, რომელიც 25 წელზე მეტია არსებობს და რომელშიც ამჟამად გაერთიანებულია 62 ორგანიზაცია მსოფლიოს 48 ქვეყნიდან. ორგანიზაციის მიზანია ფინანსური ინსტიტუტების, მარეგულირებლებისა და ასევე ბაზრის ყველა მონაწილისთვის მისაღები შეფასების თანამედროვე სტანდარტების შემუშავება და დანერგვა, სხვადასხვა ქეყნებსა და რეგიონებში არსებული შეფასების სტანდარტების ჰარმონიზება და ბაზრის მონაწილეთა ინტერესების დაცვა შემფასებლის პროფესიის განვითარების გზით.

საბჭოში გაწევრიანების შედეგად მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია უფრო აქტიურად გააგრძელებს უძრავი ქონების შემფასებელთა ტრენინგის პროგრამების შემუშავებასა და დახვეწას და უზრუნველყოფს უძრავი ქონების შემფასებლების სერტიფიცირებას, ხელს შეუწყობს შემფასებელთათვის პროფესიული და ეთიკური სტანდარტების შემუშავებასა და დანერგვას და საქართველოში საბჭოს მიზნების განხორციელებას პროფესიული სტანდარტების შემუშავებაში მონაწილეობით და ამ საქმიანობის ხელშეწყობით, ასევე უზრუნველყოფს საბჭოს მიერ დამტკიცებული პროფესიული სტანდარტების საქართველოს ბაზრებზე დანერგვას.