HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

15.03.2009 იწყება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა უძრავი ქონების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის აღდგენა


didi da patara liaxvis xeobebis soflebidan devnil da axalgoris raionSi mudmivad mcxovreb moqalaqeebs!


მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია აშშ საერთაშორისო სააგენტოს დაფინანსებით ახორციელებს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრებიდან იძულებით გადაადგილებული პირების მიერ მიტოვებული უძრავი ქონების, ასევე ამ ტერიტორიაზე მცხოვრები მოაქალაქეების საკუთრებაში არსებული ქონების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის აღდგენას.

2008 წლის აგვისტოში რუსეთსა და საქართველოს შორის განვითარებული საომარი მოქმედებების შედეგად განადგურდა ქურთისა და ერედვის სარეგისტრაციო სამსახურები, რომლებიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებშია მოქცეული. შესაბამისად, აღარ არსებობს სარეგისტრაციო მონაცემები აღნიშნულ სარეგისტრაციო სამსახურებში დაცული დიდი და პატარა ლიახვის ხეობების ათეულობით სოფლისათვის.

დღეისათვის ასევე ხელმიუწვდომელია ახალგორის სარეგისტრაციო სამსახურში დაცული ინფორმაცია, რომელიც ამჟამად რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

კონფლიქტის ზონაში დაკარგული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის აღდგენა, ასევე იმ უძრავი ქონების რეგისტრაცია, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო რეგსიტრირებული, განსაკუთრებული მნიშვნელობის საკითხია. აუცილებელია სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში უძრავი ქონების მესაკუთრეების იდენტიფიცირება, მათ საკუთრებაში არსებული ქონების (სახლები და მიწის ნაკვეთები) დადგენა და ამ ქონებაზე უფლებების რეგისტრაცია.

თქვენს მიერ მიტოვებული უძრავი ქონების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის აღდგენისთვის მიმართ მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის გორის საინფორმაციო ცენტრს.

კვალიფიციური იურისტი და საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტი მოემსახურებიან ყველა მესაკუთრეს, რომელიც მუდმივად ცხოვრობდა ან ცხოვრობს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

სამხრეთ ოსეთის სოფლებიდან დევნილ მოსახლეობას, ასევე ახალგორის რაიონის ტერიტორიაზე ამჟამად მცხოვრებ მოქალაქეებს შეუძლიათ წარადგინონ ქონებრივი დეკლარაციები გორის საინფორმაციო ცენტრში. დეკლარაციების საფუძველზე მოხდება კონფლიქტის ზონაში მდებარე სახლებისა და მიწის ნაკვეთების იდენტიფიცირება და სატელიტური სურათებზე და ორთოფოტოებზე დატანა, რის შემდეგაც მომზადდება შესაბამისი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და გადაეცემა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გორის სარეგისტრაციო სამსახურს უფლებების რეგისტრაციისთვის.