HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

11.11.2008 www.certification.org.ge - მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პროფესიული სერტიფიკაციის ორგანოს ვებ-გვერდი


შეიქმნა APLR პროფესიული სერტიფიკაციის ორგანოს ვებ-გვერდი – www.certification.org.ge

APLR პროფესიული სერტიფიკაციის ორგანო პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია პერსონალის სერტიფიცირების მიზნით და რომელიც ახორციელებს პერსონალის სერტიფიცირებას შემდეგ სფეროებში:

- უძრავი ქონების აგეგმვა;
- უძრავი ქონების შეფასება;
- საჯარო რეესტრში უფლებათა რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამის გამოყენება.

APLR პროფესიული სერტიფიკაციის ორგანო აკრედიტებულია საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოს - აკრედიტაციის ცენტრის მიერ საერთაშორისო სტანდარტის – ISO/IEC 17024:2008 მოთხოვნების დაცვით.

ვებ-გვერდზე მომხმარებელს შეუძლია გაეცნოს პროფესიული სერტიფიცირების წესებსა და პროცედურებს, საგამოცდო პროგრამებს და ტესტების ნიმუშებს, ინფორმაციას აღნიშნულ სფეროებში სერტიფიცირებული პირების შესახებ.

 www.certification.org.ge განკუთვნილია უძრავი ქონების აგეგმვის და  შეფასების, ასევე უძრავ ქონებაზე უფლებათა რეგისტრაციის სფეროში მომუშავე პირების, ამ მომსახურების მოხმარებლების და უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედი სხვა სუბიექტებისთვის.

www.certification.org.ge შეიქმნა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ხელშეწყობით.