HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

16.10.2008 გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა: იწყება უძრავი ქონების ამზომველთა/ამგეგმავთა პროფესიული მომზადება


მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია აცხადებს მიღებას უძრავი ქონების ამგეგმავთა პროფესიული მომზადების პროგრამებზე. პროფესიული  მომზადების პროგრამები შემუშავებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ. 

პროფესიული მომზადება
ასოციაციის პროფესიული მომზადების პროგრამა საშუალებას მისცემს მსმენლებს, მიიღონ თეორიული ცოდნა საკადასტრო აზომვებში და გამოიმუშავონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, მოემზადონ სერტიფიცირებისათვის და დაეუფლონ საკადასტრო ამზომველის პროფესიას. პროგრამას წარმართავენ უძრავი ქონების სფეროს მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი სპეციალისტები და ექსპერტები: ალექსანდრე გვარამია, იოსებ წიქარიშვილი, თემურ კიკნაძე, გიორგი ონაშვილი, ნოდარ მათიაშვილი, ნოდარ ყავლაშვილი, ზვიად ზვიადაძე. სწავლების პერიოდში გამოყენებული იქნება ინტერაქტიული ლექციები, საველე-პრაქტიკული სწავლება და პრაქტიკული მეცადინეობები. 

პროფესიული მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელებს შეუძლიათ გაიარონ სერტიფიცირების პროცესი და მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერტიფიკატი.

პროფესიული მომზადების პროგრამა უძრავი ქონების აგეგმვაში

I. უძრავი ქონების სამართლებრივი ასპექტები ,სარეგისტრაციო საკითხები და საკადასტრო მონაცემების დამუშავება
• უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის მიზანი
• რეგისტრაციის განმახორციელებელი ორგანო და სამართლებრივი საფუძველი
• ცნება უძრავი ნივთის შესახებ
• რეგისტრაციის მხარეები, საფუძველი
• სარეგისტრაციო დოკუმენტაციის მომზადების და მოქმედების ვადები
• სარეგისტრაციო წარმოებისთვის განკუთვნილი მოსაკრებლები
• ზოგადი ინფორმაცია მიწის რეფორმის შესახებ
• მიწის ნაკვეთის განმარტება; სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა
• მიწაზე ქონების გადასახადები
• მრავალერთეულიანი შენობა-ნაგებობა და ტერმინი "ინდივიდუალური საკუთრების" საგანი.
• ცალკე უფლების ობიექტი - ხაზობრივი ნაგებობა
• საკადასტრო აღწერა და კოდირება
• საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის და ელექტრონული ვერსიის აღწერილობა
• მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ქაღალდის ვერსიის
   შევსების ინსტრუქცია
• სისტემური რეგისტრაცია
• საკადასტრო გეგმა და რუკა

II. აზომვა და აზომვებისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა
• გეოდეზია და კარტოგრაფია, აზომვა
• დედამიწის ფორმა და ზომა, მასშტაბი და აეროსურათები
• კოორდინატთა სისტემები, აზომვის მეთოდები
• რუკა და გეგმა, პირობითი ნიშნები საკადასტრო სამუშაოებისთვის; პროექცია. რუკების ნომენკლატურა.
• საყრდენი გეოდეზიური ქსელები. აზომვისათვის გამოყენებული ხელსაწყოები
• აზომვისათვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა. PenMap-ის მოკლე კურსი
• ტოპო-აგეგმვა (საველე პრაქტიკა)

III. ArcGIS პროგრამა საკადასტრო აზომვებისთვის
• გის-ის მიმოხილვა
• მონაცემების გამოსახვა
• მონაცემთა ბაზის მოთხოვნები და შერჩევები
• სივრცით მონაცემებთან მუშაობა
• ცხრილებთან მუშაობა
• მონაცემთა რედაქტირება 
• გეორეფერენსირებულ მონაცემებთან მუშაობა
• მონაცემების წარმოდგენა
• პრაქტიკული სამუშაო
სერტიფიცირებისთვის ასოციაციის ტრენინგის გავლა სავალდებულო არ არის.

პროგრამის საფასური შეადგენს 690 ლარს (დღგ-ს გარეშე).

პროგრამა განკუთვნილია: 
• უძრავი ქონების სფეროში დასაქმებული და ამ სფეროში საქმიანობის დამწყები პირებისათვის. 
• უძრავი ქონების სააგენტოების, საამზომველო კომპანიების თანამშრომელთათვის.
• ყველასთვის, ვისაც სურს დაეუფლოს უძრავი ქონების ამზომველის პროფესიას.

პროგრამის ხანგრძლივობა: სწავლება მიმდინარეობს 3 თვის განმავლობაში. ლექციები ტარდება კვირაში 3 დღე (სამშაბათი, ხუთშაბათი, შაბათი). დასაწყისი: 15:00 (სამშაბათი, ხუთშაბათი) და 10:00 (შაბათი).

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ  განაცხადის ფორმა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად წარაუდგინონ მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციას 2 ოქტომბრამდე.

პროფესიული სერტიფიცირება
პროფესიული სერტიფიციკაციის მიზანია უძრავი ქონების ბაზრის კვალიფიციური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სპეციალისტებით და მაღალი ხარისხის მომსახურებით უზრუნველყოფა. ასოციაციის სერტიფიცირების პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტის - ISO/IEC 17024:2006  “ზოგადი მოთხოვნები ორგანოებისადმი, რომლებიც პერსონალის სერტიფიკაციას ახორციელებენ” - მოთხოვნების სრული დაცვით. სერტიფიკაციის ორგანომ გაიარა აკრედიტაცია საქართველოს აკრედიტაციის ეროვნული ორგანოში. სერტიფიცირების მსურველნი პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სერტიფიკატს. ამასთან, ასოციაციას გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმი საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, რომლის მიხედვითაც დასტურდება ასოციაციის სერტიფიკაციის პროგრამის შესაბამისობა ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებთან. სერტიფიკაცია 2-ეტაპიანია და მოიცავს ტესტირებისა და პრაქტიკული სამუშაოს შესრულების ეტაპებს.

სერტიფიცირების საფასური შეადგენს 295 ლარს (დღგ-ს გარეშე). 

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 

საქართველო, თბილისი 0160
პეკინის გამზირი #27, მე-5 სართული
ტელ:  (995 32) 206-207
ფაქსი: (995 32) 376-088
მობილური: (995 99) 21 91 99
ელ.ფოსტა: office@aplr.org,  natia@aplr.org
www.aplr.org