HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

10.07.2008 მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელშეწყობით საქართველოში შეფასების საერთაშორისო სტანდარტები დარეგისტრირდა


საქართველოს სტანდარტების, ტექნიკური რეგლამენტებისა და მეტროლოგიის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე წლის 4 ივლისს სახელმწიფო რეესტრში დაარეგისტრირა შეფასების საერთაშორისო კომიტეტის (IVSC) მიერ შემუშავებული სტანდარტები, რის შედეგადაც ამ სტანდარტებს საქართველოში მიენიჭა სამართლებრივი სტატუსი.

შეფასების საერთაშორისო სტანდარტების სახელმწიფო რეესტრში რეგისტრაცია განხორციელდა მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის ინიციატივით და ხელშეწყობით და უძრავი ქონების შეფასების სფეროში მომუშავე კომპანიებისა და ექსპერტების მონაწილეობით. აღნიშნული სტანდარტების საქართველოში დამკვიდრება და გამოყენება ხელს შეუწყობს ქვეყანაში უძრავი ქონების შეფასების სფეროს განვითარებას და უძრავი ქონების ბაზარზე მაღალი ხარისხის საშემფასებლო მომსახურების უზრუნველყოფას.