HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

04.03.2008 გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა: ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის II დონის მომხმარებელთა სერტიფიცირება


აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიწის ბაზრის განვითარების პროექტი ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის (NAPRWEB) II დონის მომხმარებელთა სერტიფიცირებას.

სერტიფიცირების მიზანია ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის, კერძოდ,   განცხადებებისა და უფლებების რეგისტრაციის წიგნისა და უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული პროგრამის  კვალიფიციური და ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა. ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები მიიღებენ  ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის II დონის მომხმარებლის სერტიფიკატს. სერტიფიკატის მიღების მსურველმა პირმა გამოცდაზე 30 დასმული შეკითხვიდან სწორი პასუხი უნდა გასცეს არანაკლებ 25 კითხვას. თუ ტესტირების მონაწილე სწორად ვერ უპასუხებს 25 შეკითხვას, სერტიფიკატი არ გაიცემა.  განმეორებით ტესტირებისათვის სერტიფიკატის მიღების მსურველმა პირმა ხელახლა უნდა გადაიხადოს სერტიფიცირების საფასაური.

ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის II დონის ავტორიზებულ მომხმარებელს საშუალება ექნება კლიენტების სახელით განახორციელოს უძრავ ნივთებზე უფლებების რეგისტრაცია, ასევე ინტერნეტით მიიღოს საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაცია. 

სერტიფიკატის მიღების მსურველებს ტესტირებამდე, სურვილის შემთხვევაში, შეუძლიათ გაიარონ 4-დღიანი ტრენინგი უსასყიდლოდ.

სერტიფიცირების მსურველმა პირებმა განცხადებით უნდა მიმართონ მიწის ბაზრის განვითარების პროექტს შემდეგ მისამართზე: დარასელიას ქ. # 8, ტელ: 206 207; 206 205.

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი, საკონტაქტო ინფორმაცია და სერტიფიცირების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

სერტიფიცირების საფასურია  160 (ას სამოცი) ლარი (დღგ-ს ჩათვლით). ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ფორმით – გადარიცხვით, შემდეგ ანგარიშზე: ”თიბისი” ბანკი, ცენტრალური ფილიალი, ანგარიშსწორების ანგარიში 6700062, კოდი 220101830, მიმღები: მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია.