HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

04.03.2008 გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა: ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის I დონის მომხმარებელთა ტრენინგი


აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიწის ბაზრის განვითარების პროექტი ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის (NAPRWEB) I დონის მომხმარებელთა ტრენინგებს.

ტრენინგის მიზანია ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის შესწავლა და პროგრამის ეფექტური გამოყენების უზრუნველყოფა. ტრენინგის მასალის წარმატებით ათვისების შემთხვევაში მონაწილეები ტესტირების საფუძველზე მიიღებენ ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის I დონის მომხმარებლის სერტიფიკატს.

ელექტრონული სარეგისტრაციო სისტემის I დონის ავტორიზებულ მომხმარებელს საშუალება ექნება ინტერნეტით მიიღოს საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაცია და კლიენტების სახელით აწარმოოს სარეგისტრაციო სამსახურებთან ურთიერთობა, სარეგისტრაციოდ წარადგინოს საჭირო დოკუმენტაცია და მიიღოს მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები.

ტრენინგში მონაწილეობის მსურველმა პირებმა ტრენინგში მონაწილეობისათვის განცხადებით უნდა მიმართონ მიწის ბაზრის განვითარების პროექტს, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, დარასელიას ქ. # 8, ტელ: 206 207; 206 205.

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) ასლი, საკონტაქტო ინფორმაცია და ტრენინგში მონაწილეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

ტრენინგში მონაწილეობის საფასურია 60 (სამოცი) ლარი (დღგ-ს ჩათვლით). ანგარიშსწორება იწარმოებს უნაღდო ფორმით - გადარიცხვით, შემდეგ ანგარიშზე: “თიბისი” ბანკი, ცენტრალური ფილიალი, ანგარიშსწორების ანგარიში 6700062, კოდი 220101830, მიმღები: მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია.

ტრენინგის პროგრამა