HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

22.08.2007 ასოციაცია სარეგისტრაციო სამსახურების საქმიანობის ანალიზს განახორციელებს


მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია შეისწავლის თელავის, რუსთავის, გორის, ქუთაისის და ბათუმის სარეგისტრაციო სამსახურებში არსებულ მდგომარეობას და საკადასტრო მონაცემების აღრიცხვის არსებული პროცედურების, აღრიცხული საკადასტრო ინფორმაციის, გეოინფორმაციული სისტემების გამოყენების თვალსაზრისით არსებული მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის შეიმუშავებს რეკომენდაციებს სარეგისტრაციო სამსახურების საქმიანობის სრულყოფისთვის. 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან დადებული კონტრაქტის ფარგლებში თითოეულ სარეგისტრაციო  სამსახურში შესწავლილი იქნება  უძრავი ქონების პირველადი რეგისტრაციების და შემდგომი ტრანზაქციების სტატისტიკა,  წარდგენილი აზომვითი ნახაზების და გაცემული საკადასტრო გეგმების, ასევე აზომვითი ნახაზების ციფრული ვერსიების რაოდენობა და ფორმატი,  საკადასტრო  კოდირების საფუძველი და პროცედურები,  ალფანუმერულ მონაცემებთან დაკავშირებით არსებული მდგომარეობა და ამ მონაცემების ფორმატი, ციფრული მასალების სიზუსტე, არსებული საგადასახდო სიების ფორმატი და  ჩანაწერების რაოდენობა, გრაფიკულ მონაცემებთან მომუშავე პერსონალის რაოდენობა, მათი კვალიფიკაცია და ტრენინგების ჩატარების საჭიროება.

კონტრაქტით გათვალისწინებული სამუშაოები მიმდინარე წლის სეტქემბერში დასრულდება. ასოციაციის მიერ შემუშავებული რეკომედაციების შესრულება უზრუნველყოფს საკადასტრო მონაცემების აღრიცხვის სრულყოფას, კოდირების სისტემის დახვეწას, სარეგისტრაციო სამსახურებში ერთიანი და ეფექტიანი პროცედურების დანერგვას და პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებას.