HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

27.12.2006 ასოციაციის აჭარის ოფისში აშშ საელჩოს ბიზნეს ინფორმაციის სამსახურის წარმომადგენელი ადგილობრივ ბიზნესმენებს შეხვდა


მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის აჭარის რეგიონულ ოფისში გაიმართა აშშ საელჩოს ბიზნეს ინფორმაციის სამსახურის  წარმომადგენლის შეხვედრა ადგილობრივ ბიზნესმენებთან. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც აშშ საელჩოს კომერციის განყოფილების ბიზნეს ინფორმაციის სამსახური აძლევს მეწარმეებს თავიანთი საქმიანობის გაფართოებისათვის. აღინიშნა, რომ ბიზნეს ინფორმაციის სამსახური ახორციელებს პარტნიორის/ინვესტორის ან პროდუქციის და მომსახურების მომწოდებელი კომპანიების მოძიების პროგრამებს, უკავშირდება აშშ მთავრობის დახმარების პროგრამებსა და დაფინანსების წყაროებს, აწვდის დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას პოტენციური ინვესტორების შესახებ, ავრცელებს საქართველოს მეწარმეთა წინადადებებს იმ ამერიკულ კომპანიებს შორის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით. აშშ საელჩოს წარმომადგენელმა შეხვედრაზე ასევე ისაუბრა აშშ-ს სხვა დახმარების პროგრამების შესახებაც..