HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

07.05.2007 “საქართველოს რკინიგზის” მფლობელობაში არსებულ შენობებზე აზომვით სამუშაოები განხორციელდება


მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია მოამზადებს “საქართველოს რკინიგზის” კუთვნილი შენობა-ნაგებობების ტექნიკურ პასპორტებს, რომელთა საფუძველზეც განხორციელდება ამ შენობების საჯარო რეესტრში პირველადი რეგისტრაცია მათი შემდგომი პრივატიზების მიზნით.

აღნიშნული სამუშაოების შესრულების უფლება ასოციაციამ შპს “საქართველოს რკინიგზის” მიერ ჩატარებულ ტენდერში გამარჯვების შედეგად მიიღო. ასოციაცია საპროექტო ტერიტორიაზე განახორციელებს შენობა-ნაგებობების მაღალი სიზუსტის საკადასტრო აგეგმვას. აზომვების შედეგად განხორციელდება შენობების ყველა სართულის გეგმის შედგენა და, შესაბამისად, მათი ზუსტი ფართობის დადგენა.

აგეგმვითი სამუშაოები შესრულდება საქართველოს სახელმწიფო კოორდინატთა სისტემასა და პროექციაში. მონაცემების დამუშავებისათვის გამოყენებული იქნება თანამედროვე კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოდფის პაკეტი (ArcGIS). საბოლოო პროდუქტი დამკვეთს წარედგინება როგორც ციფრული, ასევე ნაბეჭდი რუკების სახით.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელთა საერთო ღირებულენა 75 937 ლარს შედგენს, მიმდინარე წლის ოქტომბრისათვის უნდა დასრულდეს.