English version |
|
|||
|
23.07.2010 ირაკლი სონგულია არჩეულია მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის დირექტორადმიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის წევრთა საერთო კრებამ, რომელიც გაიმართა 23 ივლისს, ქ. თბილისში, სასტუმრო "დიდუბე პლაზას" საკონფერენციო დარბაზში , ასოციაციის დირექტორად ირაკლი სონგულია აირჩია. რიგგარეშე საერთო კრება მოწვეული იქნა ასოციაციის ახალი დირექტორის არჩევის მიზნით. ყოფილი დირექტორი დავით გიორგაძე გადადგა საკუთარი განცხადების საფუძველზე საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დანიშვნის გამო. ასოციაციის 136 წევრიდან საერთო კრებას ესწრებოდა 107 წევრი. ასოციაციის წესდების მიხედვით ახლად არჩეული დირექტორი უფლებამოსილია არჩევის მომენტიდან და მისი უფებამოსილება გრძელდება 4 (ოთხი) წლის განმავლობაში. ირაკლი სონგულია ასოციაციაში მუშაობს 2001 წლიდან; იყო ასოციაციის დირექტორის მოადგილე; ასევე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების მშენებლობასთან დაკავშირებული რამდენიმე პროექტის მენეჯერი, რომელთა ფარგლებშიც ხორციელდებოდა მიწის რეგისტრაციის ხელშემწყობი სამუშაოები სამშენებლო დერეფანში, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული გარიგებების დადება, ათასობით მიწის მესაკუთრესთან მოლაპარაკებების წარმოება და კომპენსაციების გაცემა.
|
|||
|