English version |
|
|||
|
01.03.2010 იწყება სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის მომხმარებელთა პროფესიული მომზადება და სერტიფიცირებამიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია აცხადებს მიღებას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის მომხმარებელთა პროფესიული მომზადებისა და სერტიფიცირების პროგრამებზე. პროფესიული სერტიფიკაცია სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის მომხმარებელთა პროფესიული სერტიფიცირების მიზანია ბაზრის კვალიფიციური სპეციალისტებით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურებით უზრუნველყოფა. სერტიფიცირების (ტესტირების) წარმატებით გავლის შემთხვევაში გაიცემა სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული პროგრამის მომხმარებლის სერტიფიკატი, რომელიც წარმოადგენს საჯარო რეესტრის ავტორიზებულ მომხმარებლის სტატუსის მიღების საფუძველს, რის შედეგადაც სერტიფიცირებულ პირებს ენიჭებათ ინდივიდუალური უფლება ინტერნეტით მიიღონ საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზაში დაცული ინფორმაცია და ერთიან კომპიუტერულ ქსელში ჩართულ ქალაქებსა და რაიონებში დისტანციურად მოახდინონ მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეგისტრაცია. პროფესიული მომზადება კვალიფიციური ტრენერები უზრუნველყოფენ სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის მოხმარებისა და შესაბამისი სამართლებრივი საკითხების სწავლებას, რაც საშუალებას მისცემს მსმენელებს, მიიღონ ავტორიზებული მომხმარებლისათვის საჭირო თეორიული ცოდნა, გამოიმუშაონ შესაბამისი პრაქტიკული უნარ-ჩვევები და მოემზადონ სერტიფიცირებისთვის. პროგრამა განკუთვნილია ნებისმიერი პირისთვის, ვისაც სურს გახდეს სამეწამეო რეესტრის ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის მომხმარებელი. პროფესიული მომზადების პროგრამის საფასური შეადგენს 220 ლარს (დღგ-ს ჩათვლით). პროგრამის ხანგრძლივობა შეადგენს 4 დღეს. სერტიფიცირებისათვის პროფესიული მომზადების პროგრამის გავლა სავალდებულო არ არის. დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა (პროფესიული მომზადების განაცხადის ფორმა იხილეთ: www.aplr.org/Training_Form სერტიფიცირების განაცხადის ფორმა იხილეთ: www.aplr.org/Certification_Form და წარუდგინონ მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პროფესიული სერტიფიცირების ორგანოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად. |
|||
|