English version |
|
|||
|
09.10.2008 APLR პროფესიული სერტიფიკაციის ორგანო აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად7 ოქტომბერს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პროფესიული სერტიფიკაციის ორგანომ გაიარა აკრედიტაცია საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოში - აკრედიტაციის ცენტრში. პროფესიული სერტიფიკაციის ორგანოს აკრედიტაციის სფეროა პერსონალის სერტიფიცირება, რომლებიც ახორციელებენ უძრავი ქონების აზომვას/აგეგმვას და უძრავი ქონების შეფასებას, ასევე - საჯარო რეესტრის უფლებთა რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამის მომხმარებელთა სერტიფიცირება. პროფესიული სერტიფიკაციის ორგანო აკრედიტებულია საერთაშორისო სტანდარტის – ISO/IEC 17024:2008 “ზოგადი მოთხოვნები ორგანოებისადმი, რომლებიც პერსონალის სერტიფიკაციას ახორციელებენ” მოთხოვნების სრული დაცვით. პროფესიული სერტიფიკაციის ორგანო პირველი ორგანიზაციაა საქართველოში, რომელმაც გაიარა აკრედიტაცია პერსონალის სერტიფიცირების სფეროში. |
|||
|