English version |
|
|||
|
11.09.2008 გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა: იწყება უძრავი ქონების შემფასებელთა პროფესიული მომზადებამიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია აცხადებს მიღებას უძრავი ქონების შემფასებელთა პროფესიული მომზადების პროგრამებზე. პროფესიული მომზადების პროგრამები შემუშავებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში მაღალკვალიფიციური ექსპერტების მიერ საერთაშორისო სტანდარტებისა და ადგილობრივი მოთხოვნების გათვალისწინებით.
პროფესიული მომზადება ასოციაციის პროფესიული მომზადების პროგრამა საშუალებას მისცემს მსმენელებს, მიიღონ თეორიული ცოდნა უძრავი ქონების შეფასების საკითხებში და გამოიმუშავონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები, მოემზადონ სერტიფიცირებისათვის და დაეუფლონ შემფასებლის პროფესიას. პროგრამას წარმართავენ უძრავი ქონების სფეროს მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი სპეციალისტები და ექსპერტები: ლადო ვარდოსანიძე, დავით ჯელია, ალექსანდრე გვარამია, ვაჟა ჩოფიკაშვილი, ნათია კვაჭაძე, ბესო დიაკონიძე, თემურ ფარცხალაძე და სხვები. სწავლების პერიოდში გამოყენებული იქნება ინტერაქტიული ლექციები, პრაქტიკული სავარჯიშოები და კონკრეტული სიტუაციების ანალიზი. პროფესიული მომზადების პროგრამის გავლის შემდეგ მსმენელებს შეუძლიათ გაიარონ სერტიფიცირების პროცესი და მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერტიფიკატი. პროგრამა მოიცავს: I. ზოგადი პროგრამა II. შეფასების პროგრამა პროგრამა განკუთვნილია: პროგრამის ხანგრძლივობა: სწავლა დაიწყება 6 ოქტობერს და გაგრძელდება 3 თვის განმავლობაში. ლექციები ჩატარდება კვირაში 3 დღე (ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი. დასაწყისი-18.30). დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად წარაუდგინონ მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციას 2 ოქტომბრამდე. პროფესიული სერტიფიცირება პროფესიული სერტიფიცირების მიზანია უძრავი ქონების ბაზრის კვალიფიციური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპეციალისტებით და მაღალი ხარისხის მომსახურებით უზრუნველყოფა. სერტიფიცირების პროგრამა შემუშავებულია საერთაშორისო სტანდარტის - ISO/IEC 17024:2006 “ზოგადი მოთხოვნები ორგანოებისადმი, რომლებიც პერსონალის სერტიფიკაციას ანხორციელებენ” - მოთხოვნების სრული დაცვით. სერტიფიცირების ორგანო ამჟამად გადის აკრედიტაციას საქართველოს აკრედიტაციის ეროვნულ ორგანოში – აკრედიტაციის ცენტრში. სერტიფიცირების მსურველნი პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სერტიფიკატს. ამასთან, ასოციაციას გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმები საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან და საქართველოს ბანკების ასოციაციასთან, რომელთა მიხედვითაც დასტურდება ასოციაციის სერტიფიცირების პროგრამის შესაბამისობა ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებთან. სერტიფიცირება 2-ეტაპიანია და მოიცავს ტესტირებისა და პრაქტიკული სამუშაოს შესრულების ეტაპებს. სერტიფიცირების საფასური შეადგენს 295 ლარს (დღგ-ის გარეშე). დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშრიდით: საქართველო, თბილისი 0160 |
|||
|