English version |
|
|||
|
27.05.2008 APLR-მა უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე კომერციული მომსახურების პაკეტი წარადგინა21-24 მაისს “ექსპოჯორჯიას” საგამოფენო პავილიონებში გამართულ უძრავი ქონების, მშენებლობის, ინტერიერის და სამშენებლო ტექნიკის საერთაშორისო გამოფენაზე მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციამ გამოფენის მონაწილეებსა და დამთვალიერებლებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კომერციული მომსახურების პაკეტი შესთავაზა. გამოფენაში მონაწილეობდა 250-ზე მეტი კომპანია 17 ქვეყნიდან, მათ შორის, ავსტრიიდან, გერმანიიდან, თურქეთიდან, იაპონიიდან, იტალიიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო მშენებარე პროექტები და საცხოვრებელი და სავაჭრო კომპლექსები, სამშენებლო მასალებისა და აქსესუარების, სამშენებლო ტექნიკის ფართო სპექტრი. უძრავი ქონების სექციაში მონაწილეობდნენ დეველოპერი კომპანიები, ბანკები, სადაზღვევო და უძრავი ქონების სფეროში მომუშავე კომპანიები, რომლებიც მომხმარებელს უძრავ ქონებასთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის სერვისს სთავაზობენ. APLR-მა უძრავი ქონების ბაზარზე მოქმედ ბიზნეს-კომპანიებსა და კერძო პირებს შესთავაზა კომერციული მომსახურების შემდეგი პაკეტები:
|
|||
|