APLR
HomeMap
APLR
 
English version

სიახლეები/მოვლენები

11.02.2011 გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა: მოძრავი ქონების შემფასებელთა პროფესიული სერტიფიცირებისა და მომზადების პროგრამები


მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია აცხადებს მიღებას მოძრავი ქონების შემფასებელთა  პროფესიული სერტიფიცირებისა და მომზადების პროგრამებზე.

პროფესიული სერტიფიცირება
მოძრავი ქონების შემფასებელთა პროფესიული სერტიფიცირების მიზანია ბაზრის კვალიფიციური სპეციალისტებით და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მომსახურებით უზრუნველყოფა. მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პროფესიული სერტიფიკაციის ორგანო დღეისათვის საქართველოში ერთადერთი აკრედიტებული ორგანიზაციაა, რომელიც პერსონალის სერტიფიკაციას საერთაშორისო სტანდარტის - ISO/IEK 17024:2008 შესაბამისად ახორციელებს. ასოციაცია არის აგრეთვე შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს (IVSC) წევრი საქართველოდან, პროფესიული ორგანიზაციის სტატუსით. ასოციაციას გაფორმებული აქვს თანამშრომლობის მემორანდუმები საქართველოს ბანკების ასოციაციასა და საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან, რომლის მიხედვითაც დასტურდება ასოციაციის სერტიფიცირების პროგრამების შესაბამისობა ბაზრის თანამედროვე მოთხოვნებთან და სტანდარტებთან.

სერტიფიცირება ორეტაპიანია და მოიცავს ტესტირებისა და პრაქტიკული სამუშაოს შესრულების ეტაპებს. სერტიფიცირების მსურველნი პროგრამის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებენ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სერტიფიკატს.

სერტიფიცირების საფასური შეადგენს 400 ლარს დღგ-ს ჩათვლით. 

სერტიფიცირების მსურველ პირებს შეუძლიათ გაიარონ პროფესიული მომზადების კურსი.

პროფესიული მომზადება
ასოციაციის პროფესიული მომზადების პროგრამა საშუალებას მისცემს მსმენელებს, მიიღონ თეორიული ცოდნა მოძრავი ქონების შეფასების საკითხებში, გამოიმუშავონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და დაეუფლონ შემფასებლის პროფესიას. სწავლების პერიოდში გამოყენებული იქნება ინტერაქტიული ლექციები, პრაქტიკული სავარჯიშოები და კონკრეტული სიტუაციების ანალიზი.


პროგრამა განკუთვნილია: 
• საბანკო-საფინანსო, საარბიტრაჟო, სადაზღვევო ორგანიზაციების თანამშრომელთათვის.
• აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურების კომპანიების თანამშრომელთათვის.
• სახელმწიფო ქონების შეფასებით დაინტერესებულ პირთათვის.
• ნებისმიერი პირისთვის, ვისაც სურს დაეუფლოს მოძრავი ქონების შემფასებლის პროფესიას.

პროგრამის საფასური შეადგენს 670 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

პროგრამის ხანგრძლივობა: სწავლება გრძელდება 3 კვირის განმავლობაში. 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა შეავსონ განაცხადის ფორმა და წარუდგინონ მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციას პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლთან ერთად.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
APLR ტრენინგ-ცენტრი
თბილისი
წმინდა ნიკოლოზის/ნ.ჩხეიძის ქუჩა #1,  I სართული (ან)
პეკინის 27, მე-5 სართული
ელ.ფოსტა: natia@aplr.org

ტელ: (822) 10 62 72; 899 219 199