APLR
HomeMap
APLR
 
English version

კანონშემოქმედებითი საქმიანობა

        


სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: მიწის პოლიტიკის დიალოგის პროექტი, სამხრეთ კავკასიის რეგიონი

განხორციელების ადგილი: თბილისი, საქართველო

განხორციელების ვადა: მაისი, 2002 - ივნისი, 2003

დაფინანსების წყარო: ევრაზიის ფონდი


პროექტის მოკლე აღეწრა

მიწის გამოყენება და მიწის პოლიტიკის საკითხები სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკური და სოციალური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. პროგრესი მიწის გამოყენებასთან დაკავშირებულ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარება, გარემოს დაცვა, ურბანული ზრდა და მენეჯმენტი მოითხოვს ნათლად განსაზღვრული სამართლებრივი და ადმინისტრაციული სისტემის არსებობას.

საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის გამოცდილება კერძო საკუთრების სისტემის არსებობის თვალსაზრისით მხოლოდ ათ წელს მოიცავს. თითოეულმა ქვეყანამ მიაღწია გარკვეულ პროგრესს ამ სექტორში: უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებების გადაცემისა და რეგისტრაციის მიზნით მიიღო კანონები, შეიმუშავა სათანადო პოლიტიკა და განახორციელა გარკვეული პრაქტიკული სამუშაოები. ამ სექტორში ეროვნული გამოცდილების, როგორც წარმატებების, ისე წარუმატებლობების გაზიარებას რეგიონის შემდგომი განვითარებისთვის გასაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

2003 წლის 24-26 თებერვალს თბილისში ტარდება სამხრეთ კავკასიის მიწის პოლიტიკის რეგიონული კონფერენცია, რომელიც ორგანიზებულია მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ, ევრაზიის ფონდის დაფინანსებით და სომხეთისა და აზერბაიჯანის არასამთავრობო ორგანიზაციებთან პარტნიორობით. კონფერენციაში მონაწილეობენ როგორც ამ ქვეყნების, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაზე მიმდინარეობს დისკუსიები მიწის მართვის, მიწისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების დაგეგმვის საკითხებზე, სამთავრობო და ინსტიტუციურ ფაქტორებზე, მიწის რესურსების როლზე სამხრეთ კავკასიის რეგიონის ეკონომიკურ და სოციალურ განვითარებაში.

კონფერენციაზე განიხილება როგორც მიწის პოლიტიკის ზოგადი საკითხები, ასევე კონკრეტული სპეციფიკური პროგრამები. ხორციელდება სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის გამოცდილების შედარება და მუშავდება ადგილობრივი და რეგიონული პროგრამები რეგიონში შემდგომი განვითარების, კვლევების განხორციელებისა და დიალოგის მიზნით.

სამხრეთ კავკასიის მიწის პოლიტიკის რეგიონული კონფერენცია რეგიონში მიწის პოლიტიკის კვლევისა და ინიციატივების მომზადებისათვის სამოქმედო გეგმის შემუშავების საუკეთესო საშუალებაა.