HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება



სტატუსი:  დასრულებული

სრული დასახელება: ტოპოგრაფიული და გეოინფორმაციული რუკების მომზადება  

განხორციელების ადგილი:  თბილისი

განხორციელების ვადა:  ოქტომბერი-დეკემბერი, 2008

დაფინანსების წყარო:  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო  



პროექტის მოკლე აღწერა:

საქართველოში გეოინფორმაციული სისტემების განვითარებასთან ერთად სულ უფო იზრდება მოთხოვნა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მომზადებულ რუკებზე. დღეისათვის ტოპოგრაფიულ, საკადასტრო და თემატურ რუკებს თავის საქმიანობაში მრავალი სამთავრობო უწყება, არასამათავრობო ორგანიზაცია და კერძო კომპანია იყენებს. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაკვთით მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია ამზადებს ტოპოგრაფიულ და გეოინფორმაციულ რუკებს აჭარის, გურიის, იმერეთის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის რეგიონებისთვის. შესრულებული სამუშაოების შედეგად სამინისტროს გადაეცემა მაღალი ხარისხის რუკების ნაბეჭდი ვერსიები.

პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესრულება უზრუნველყოფს დამკვეთს დაზუსტებული და განახლებული გეოგრაფიული ინფორმაციით.