HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება



სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება:  დაბა წყნეთის  ტერიტორიაზე არსებული კერძო საკუთრებაში გადაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენა და ამ ნაკვეთების მონაცემთა ბაზის შექმნა

განხორციელების ადგილი: დაბა წყნეთი

განხორციელების ვადა: ოქტომბერი, 2007 – დეკემბერი, 2007

დაფინანსების წყარო: საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო


პროექტის მოკლე აღწერა:

საქართველოში მიწის კადასტრის განვითარების მიზნით გარდაბნის რაიონში სისტემური საკადასტრო სამუშაოები რამდენიმე წლის წინ მსოფლიო ბანკის მიწის რეგისტრაციის პროექტის მიერ განხორციელდა. მიღებული მონაცემები გადაეცა გარდაბნის რაიონის სარეგისტრაციო სამსახურს, რის  შემდეგაც  გრაფიკული მონაცემების განახლება არ განხორციელებულა. ზოგიერთი სოფლისათვის, მათ შორის წყნეთის ტერიტორისთვის, რეგისტრირებული ნაკვეთების ციფრული ვერსიები საერთოდ არ არსებობს, ხოლო წყნეთში არსებული ნაკვეთების ნახაზებზე მითითებული არ არის გეოგრაფიული კოორდინატები, რის გამოც ვერ ხერხდება ნაკვეთების ზუსტი მდებარეობის დადგენა და ერთიან გეომონაცემთა ბაზაში ინტეგრირება. 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან დადებული კონტრაქტის ფარგლებში მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია ახორციელებს წყნეთის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში გადაცემული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე არსებული დოკუმენტაციის შესწავლას, მესაკუთრეთა იდენტიფიცირებას და მათი მისამართებისა და საკონტაქტო ინფორმაციის დადგენას. ასოციაციის გის სპეციალისტები უზრუნველყოფენ ნაკვეთების ადგილზე იდენტიფიცირებას და ნაკვეთების დეტალური ნახაზების როგორც ნაბეჭდი, ასევე ელექტრონული ვერსიების მომზადებას რეგისტრირებულ მესაკუთრეებთან შეთანხმებით. ორთოფოტოების, ციფრული რუკების და საველე აზომვების საშუალებით ხორციელდება წყნეთის ტერიტორიის ერთიანი გეოდეზიური საფუძვლის განახლება, ტოპოლოგიური გასწორება და გრაფიკული მონაცემების გეომონაცემთა ბაზაში შეტანა.  საბოლოოდ დამკვეთს გადაეცემა წყნეთის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეუნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების ერთიანი მონაცემთა ბაზა.

პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოები ხელს უწყობს ინტეგრირებული გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზის შექმნას საქართველოს მთელი ტერიტორიისთვის.