HomeMap
APLR
 
English version

იყიდება უძრავი ქონება

იყიდება:

მიწის ნაკვეთი ბაკურიანში  -
7 483 კვმ    

დიდველის ტერიტორიაზე,  "ტატრასთან"

ფასი: $ 30 - 1 კვმ

ტელ: 599 11 55 41

მდებარეობა: ბაკურიანი, ბორჯომის რაიონი

მიწის კატეგორია: სასოფლო-სამეურნეო (სათიბი)

სამართლებრივი სტატუსი: კერძო საკუთრება, რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.


მიწის ნაკვეთების საკადასტრო კოდები:
   64.10.09.161 -  64.10.09.170 -   64.10.09.172 

მშენებლობის შესაძლებლობა: 

-    განაშენიანების ნებადართული ფართობი (K1=0.4): მიწის ნაკვეთის 40%   2,993.00 კვმ

-   შენობის ფართობი  (K2=1,6):  11,972.00  კვმ-მდე საცხოვრებელი ფართობი  (ტერასების, აივნების, მიწისქვეშა საავტომობილო სადგომების და ა.შ. გარდა)

- ფასადების დეკორირების სტანდარტი: ბუნებრივი მასალა, როგორიცაა ქვა, ხე, ა.შ.

კომუნიკაციებზე  ხელმისაწვდომობა:

-    წყალი და კანალიზაცია - ხელმისაწვდომია
-   
ელექტროენერგია - ხელმისაწვდომია
-    გაზმომარაგება - ხელმისაწვდომია
 
-   
ტელეფონი და ინტერნეტი - ხელმისაწვდომია
 

კოორდინატები გუგლის პროგრამაში:  „Google Earth”: 41°44'0.85"N, 43°31'57.98"E   (ტერიტორიის დასათვალიერებლად მიუთითეთ კოორდინატები პროგრამის საძიებო ველში “Fly to”)

უძრავი ქონების აღწერა:

მიწის ნაკვეთები მდებარეობს ბორჯომის რაიონში,  დაბა ბაკურიანში, პოპულარულ სამთო-სათხილამურო  კურორტზე. ბაკურიანი გაშენებულია ზღვის დონიდან დაახლოებით 1700 მეტრის სიმაღლეზე. ბაკურიანის სათხილამურო კურორტი ცნობილია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელი კავკასიის რეგიონში. ბაკურიანი ასევე ძალიან პოპულარული საბავშვო საზაფხულო კურორტია იქ არსებული ეკოლოგიური პირობების გამო. ბაკურიანი ნომინირებული იყო ზამთრის ოლიმპიური თამაშების ჩასატარებლად 1988 და 2006 წლებში. ბოლო დროს ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების ინტერესი ბაკურიანის მიმართ გაიზარდა მთავრობის მიერ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მიწასა და უძრავ ქონებაზე ფასების ზრდის გამო. გასაყიდი მიწის ნაკვეთები მდებარეობს დიდველის სპორტული და  რეკრეაციული არეალის შუაგულში, რომლის განაშენიანების რეგულირების გეგმაც მომზადებული და მიღებული იქნა სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მიერ, ამ არეალში მშენებლობის რეგულირების მიზნით. დიდველის განაშენიანების რეგულირების გეგმა ითვალისწინებს საზოგადოებრივი სარეკრეაციო ცენტრის შექმნას ნაკვეთების მიმდებარედ.  მიწის ნაკვეთების სიახლოვეს ასევე მდებარეობს „ტატრას“ სათხილამურო ტრასის საბაგირო გზის საბაზისო სადგური. ასევე, უშუალოდ ნაკვეთის მიმდებარედ ფუქნციონირებს სასტუმრო კომპლექსი „თრიალეთი“. ნაკვეთების ხელსაყრელი მდებარეობა საშუალებას იძლევა, რომ აქ შეიქმნას გასართობი და სარეკრეაციო მრავალფუნქციური ცენტრი სასტუმროებით, რესტორნებით, კაფეებით და ა.შ. 

ტრანსპორტირება


თბილისიდან ბაკურიანში ავტომანქანით ჩასვლისთვის საჭიროა 2 საათი ზაფხულში და 2.5 საათი ზამთარში. მანძილი თბილისიდან ბაკურიანამდე 171 კმ.ია.  ბაკურიანიდან ნაკვეთამდე მისასვლელად  უნდა გაიაროთ 500 მ ბაკურიანის ცენტრალურ გზაზე,  გაუხვიოთ მარჯვნივ და გააგრძელოთ გზა სამხრეთით, დიდველისა და „ტატრას“ სათხილამურო კომპლექსების მიმართულებით.  დაახლოებით 600-700 მეტრის შემდეგ მიაღწევთ დანიშნულების ადგილს.  ნაკვეთებამდე მისასვლელად გამოიყენეთ რუკა ან  დაგვიკავშირდით დეტალური ინფორმაციის მისაღებად.