HomeMap
APLR
 
English version

იყიდება უძრავი ქონება

იყიდება

მიწის ნაკვეთი კოჯორში

26 679 კვმ

ულამაზესი ხედებით 

არასასოფლო-სამეურნეო

ფასი: $ 400 000

ტელ: 599 11 55 41





მდებარეობა:
ოჯრის დასახლება, თბილისი   

მიწის კატეგორია:   არასასოფლო-სამეურნეო

მიწაზე არსებული შენობის ფართობი:  110 კვმ

სტატუსი: კერძო საკუთრება, რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

საკადასტრო კოდი:  81.01.06.637 / 81.01.06.857

კომუნიკაციებზე ხელმისაწვდომობა

- წყალი და კანალიზაცია: ხელმისაწვდომია

- ელექტროენერგია: ხელმისაწვდომია
-
გაზმომარაგება - ხელმისაწვდომია
-
ტელეფონი და ინტერნეტი: ხელმისაწვდომია                      

კოორდინატები  გუგლის პროგრამაში:  41°39'35.26"N, 44°42'34.56"E  (ნაკვეთების დასათვალიერებლად მიუთითეთ კოორდინატები პროგრამის საძიებო ველში Fly To)

უძრავი ქონების აღწერა 

მიწის ნაკვეთი მდებარეობს თბილისის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში, კოჯრის დასახლებაში, დედაქალაქის ცენტრიდან 20 კმ-ს დაშორებით, ავტომანქანით 20 წუთის სავალ მანძილზე. კოჯორი ცნობილი საკურორტო ადგილია, რომელიც  მე-19 საუკუნიდან ფუნქციონირებს.  დედაქალაქთან სიახლოვის და საზოგადოებრივი ტრანსპორტით ადვილად მისადგომობის გამო კოჯორი ზაფხულობით თბილისის მცხოვრებთათვის საუკეთესო დასასვენებელი ადგილია. დასახლება ასევე ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგიული ადგილია მსხვილი ინვესტორებისა და დეველოპერებისთვის ამ ტერიტორიაზე მიმდინარე მრავალმილიონიანი სამშენებლო პროექტების გამო. ის ფაქტი, რომ მიწის ნაკვეთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულებისაა, მას განსაკუთრებით მიმზიდველს ხდის, რადგან ამ კატეგორიის მიწაზე მშენებლობის ნებართვის მიღება მარტივია.  მიწის ნაკვეთიდან მოჩანს კუმისის ტბის ულამაზესი ხედი; ნაკვეთის კონტურები ნათლად არის განსაზღვრული და შემოღობილია; მიწის ნაკვეთის გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა დეველოპერული პროექტების განსახორციელებლად, მათ შორის, მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსის ან სასტუმროების მშენებლობისთვის და გასართობი კომპლექსის მოწყობისთვის.

ტრანსპორტირება

კოჯრისკენ მიმავალი გზა მიემართება თავისუფლების მოედნიდან სამხრეთ-დასავლეთით, ლეონიძის და ამაღლების ქუჩების გავლით, თბილისის სატელევიზიო ანძის მიმართულებით. სატელევიზიო ანძამდე გზა უხვევს მარჯვნივ, ტაბახმელასა და წავკისის მიმართულებით; ორივე დასახლების გავლის შემდეგ, მთავარი გზიდან კოჯრის ცენტრში შესვლამდე  გზა უხვევს მარცხნივ, საიდანაც დაახლოებით 350 მეტრის შემდეგ მდებარეობს მიწის ნაკვეთი.  მიწის ნაკვეთამდე მისასვლელად გამოიყენეთ რუკა ან  დაგვიკავშირდით დეტალური ინფორმაციის მისაღებად.