HomeMap
APLR
 
English version

ჟურნალი ”მიწის მესაკუთრე”

მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციის კვარტალური ჟურნალი “მიწის მესაკუთრე” იბეჭდება 2,000 ეგზემპლარად და საქართველოს ყველა რეგიონში ვრცელდება.

2002 წლის თებერვალში ასოციაციამ დაიწყო ყოველთვიური გაზეთის - “მიწის მესაკუთრე” - გამოცემა, რომლის მიზანიც იყო მიწასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, საქართველოს მოსახლეობის ინფორმირება მათი საკუთრების უფლებების შესახებ და მესაკუთრეთა ინტერესების დაცვის ხელშეწყობა. 2003 წლის ნოემბრიდან გამოცემა ჟურნალის ფორმატით გამოდის.

“მიწის მესაკუთრის” გამოცემის დაწყებიდან დღემდე მკითხველს მიეწოდება ინფორმაცია მიწასთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და საკუთრების უფლებებზე, მიწაზე/უძრავ ქონებაზე გარიგებების დადების პროცედურებზე; იმ პრობლემებზე, რომლებსაც აწყდებიან  მესაკუთრეები და ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე, ასევე - ინფორმაცია იმ  ცვლილებებზე, რომლებიც მიღწეულია ასიციაციის სხვადასხვა საზოგადოებრივ პროგრამებში მონაწილეობით. ჟურნალი ასოციაციისა და მესაკუთრეების ორმხრივი თანამშრომლობის, ინფორმაციის ურთიერთგაცვლის საუკეთესო საშუალებაა.

2004 წლის ივნისიდან  2011 წლის იანვრამდე ჟურნალში ინკორპორირებული იყო  საქართველოს მემამულეთა კავშირის  გაზეთი ”ჩემი მამული” , სადაც იბეჭდებოდა ინფორმაცია სოფლის მეურნეობის ახალი მეთოდების, თანამედროვე პრაქტიკისა და ტექნოლოგიების, ფერმერული მეურნეობების მოწყობის შესახებ, რაც  ჟურნალის მკითხველებს აძლევდა  ფერმერულ ი საქმიანობის უკეთ წარმართვის საშუალებას.  


“მიწის მესაკუთრე” #3 (47) 2012

ჟურნალში გაეცნობით:


იურისტის პასუხებს უძრავი ქონების მესაკუთრეებისათვის საინტერესო საკითხებზე; ინფორმაციას უძრავი და მოძრავი ქონების შემფასებლებისათვის თბილისში ჩატარებულ ტრენინგზე; უძრავი და მოძრავი ქონების სფეროებში დღეისათვის საქართველოში არსებულ სიტუაციას; ინფორმაციას გაზეთ “საჯარო რეესტრის” რუსულენოვანი ჩანართის შესახებ; როგორ შეიძლება საჯარო რეესტრიდან ამონაწერის ინგლისურ ენაზე მიღება; დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში განხორციელებული დამისამართების პროექტის შედეგებს; ინფორმაციას საჯარო რეესტრისა და გაზეთ “24 საათის” ერთობლივი პროექტის შესახებ ბათუმის იუსტიციის სახლში გამართულ პრეზენტაციაზე; საქართველოში უძრავი ქონების მასობრივი შეფასების პროექტს, რომელიც შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ხორციელდება; საქართველოში მიწის საკუთრების ისტორიულ საკითხებს.


“მიწის მესაკუთრე” #2 (46) 2012

ჟურნალში გაეცნობით:

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საჯარო აუქციონზე პრივატიზების წესებსა და პირობებს; რა სერვისს სთავაზობს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უცხო ქვეყნების მოქალაქეებს; როგორ იტვირთება თბილისის პანორამული გალერეა “Google Earth”-ზე, სოფელ წოდორეთში მიმდინარე პილოტ-პროექტს, რომელიც საკადასტრო ინფორმაციის დაზუსტებას და არსებულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყვანას ითვალისწინებს; საჯარო რეესტრისა და პრივატბანკის ახალ სერვისს; რა უფლებები მიენიჭათ ნოტარიუსებს უძრავი ქონების და ბიზნესის რეგისტრაციის სფეროში; თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონის უძრავი ქონების ინვენტარიზაციის შედეგებს.


“მიწის მესაკუთრე” #1 (45) 2012

ჟურნალში გაეცნობით:

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ელექტრონულ აუქციონზე პრივატიზების წესებს; ინფორმაციას მოძრავი ქონების შემფასებელთა სერტიფიცირების პროგრამის ახალ ვებ-ვერდზე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2011 წელს განხორციელებულ წარმატებულ პროექტებს; როგორ იქნება შესაძლებელი სეისმური დაკვირვებების წარმოება უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით; როგორ განთავსდა ინფორმაცია 100 ქართული ძეგლის შესახებ Google Map-ზე; როგორ დამონტაჟდა მუდმივმოქმედი GPS საბაზისო სადგურების ქსელი საქართველოში; ინფორმაციას თბილისის დამისამართების პროექტის შესახებ.  



“მიწის მესაკუთრე” #4 (44) 2011

ჟურნალში გაეცნობით:

იურისტის განმარტებებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკითხებზე; როგორ ახორციელებს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია თბილისში საბურთალოსა და ძველი თბილისის ტერიტორიაზე არსებული შენობების დამისამართებას; როგორ მზადდება განსახლების სამოქმედო გეგმა ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტისთვის; მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვლევების შედეგებს, რომლის მიხედვითაც საქართველო უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების მიხედვით 183 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა; როგორ განთავსდა საქართველოს შესახებ სივრცობრივი მონაცემები საძიებო სისტემაში Google Map; საჯარო რეესტრისა და გაზეთ “24 საათის” ერთობლივ პროექტს; საჯარო რეესტრის ახალ ინტერნეტ-პორტალს - ქონების ვირტუალურ ბირჟას; 2011 წლის ოქტომბრის თვის უძრავი ქონების ბაზრის სტატისტიკურ ანალიზს და სხვა. 


“მიწის მესაკუთრე” #3 (43) 2011

ჟურნალში გაეცნობით:

იურისტის პასუხებს მიწის მესაკუთრეების შეკითხვებზე; ინფორმაციას შემოსავლების სამსახურისა და სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისთვის ბათუმში ჩატარებულ ტრენინგებზე მოძრავი ქონების შეფასებაში; დასახლებათა ტერიტორიულ საზღვრებში არსებული ტყეების პრივატიზების წესებსა და პროცედურებს; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დანერგილ ახალ ტექნოლოგიებს; ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე არსებული და კანონდარღვევით შეძენილი სასოფლო-სამეურნეო მიწების ლეგალიზების წესებს; აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და ქალაქ ბათუმში უძრავ ქონებაზე განხორციელებული გარიგებების სტატისტიკას 2011 წელს; ინფორმაციას ბათუმის იუსტიციის სახლში გამართულ შეხვედრებსა და პრეზენტაციებზე.

მიწის მესაკუთრე” #2 (42) 2011

ჟურნალში გაეცნობით:

იურისტის პასუხებს მიწის მესაკუთრეებისათვის საინტერესო საკითხებზე; როგორ შეიქმნა თბილისის ზონირების ახალი რუკა ქალაქის ადმინისტრაციული ტერიტორიის მიწის ბაზრის ანალიზის საფუძველზე; თბილისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნორმატიულ ფასებს უბნებისა და ქვეუბნების მიხედვით; ინფორმაციას ნინოწმინდის მიწისქვეშა გაზსაცავის პროექტსა და ამ პროექტის ფარგლებში მომზადებულ განსახლების სამოქმედო გეგმაზე; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ელექტრონულ სერვისებს; როგორ მიმდინარეობს საჯარო რეესტრის არქივის მშენებლობა ლილოში, სადაც ქაღალდზე არსებული დოკუმენტაციის თანამედროვე საარქივო სისტემა შეიქმნება; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ტექნიკურ უნივერსიტეტთან და შემოსავლების სამსახურთან დადებული მემორანდუმების შინაარსს.


“მიწის მესაკუთრე” #1 (41) 2011

ჟურნალში გაეცნობით:

იურისტის პასუხებს მიწის მესაკუთრეების შეკითხვებზე; სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების გადასახადების ახალ საბაზისო განაკვეთებს და სასოფლო მიწის ახალ საპრივატიზებო ფასებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მიხედვით; მოძრავი ქონების შემფასებელთა პროფესიული სერტიფიცირებისა და მომზადების პროგრამებს; ინფორმაციას საქართველოში მუდმივმოქმედი საინფორმაციო სისტემის (CORS) შექმნის შესახებ; საკანონმდებლო ცვლილებებს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით; საჯარო რეესტრის ახალ სერვისებს; სათბურებში პამიდვრის მოყვანის წესებს; საოჯახო ფერმებში სოკოს მოშენების მეთოდებს; უეკლო მაყვალს და მის თვისებებს; მცენარეებისთვის მიკროელემენტების მნიშვნელობას; თხილის  ზოგიერთ თავისებურებას; მეფუტკრის ყოველდღიურ სახელმძღვანელოს; მცენარეთა ბაქტერიულ დაავადებებს; საქონლის ვირუსულ დაავადებას – თურქულს და ამ დაავადებისგან ცხოველთა დაცვის საშუალებებს; ორგანული მიწათმოქმედების ტექნოლოგიას და სხვა საინტერესო ინფორმაციას.



“მიწის მესაკუთრე” #4 (40), 2010

ჟურნალში გაეცნობით:

იურისტის განმარტებებს მესაკუთრეთათვის საინტერესო საკითხებზე; ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიწის ბაზრის განვითარების 13-წლიანი პროექტის შედეგებს; მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიმდინარე და დასრულებულ პროექტებს; როგორ მიმდინარეობს მაგისტრალური სამელიორაციო სისტემების იდენტიფიკაცია, დიგიტალიზაცია და საჯარო რეესტრში რეგისტრაცია; როგორ უწყობს ხელს ასოციაცია აღსრულების ეროვნული ბიუროს დაყადაღებული ქონების შეფასების სამსახურის ჩამოყალიბებას; ინფორმაციას საქართველოს საერთაშორისო ორგანიზაცია ”ევროგეოგრაფიკში” გაწევრიანების შესახებ; უძრავი ქონების ბაზრის ზოგად ანალიზს და სტატისტიკას 2010 წლის მე-3 კვარტალისთვის; კარტოფილის თესვის წესებს; ორგანული სასუქის “აგროვიტას” მოხმარების ინსტრუქციებს; როგორ უნდა გაიზარდოს ყვავილის მტვრის მოხმარება;  საოჯახო ფერმაში ცხვრის და თხის მოშენების წესებს; ინფორმაციას  მაღალმოსავლიანი ხორბლისა და ქერის ჯიშებზე; რა არის ნიადაგის მჟავიანობა; ასევე სხვა სასარგებლო ინფორმაციას.



“მიწის მესაკუთრე” #3 (39), 2010

ჟურნალში გაეცნობით:

რეპორტაჟს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის წევრთა საერთო კრებიდან; ინფორმაციას ასოციაციის მიმდინარე პროექტების შესახებ, რომელთა მიზანია პირუტყვის გადასარეკი ტრასების იდენტიფიკაცია, აგეგმვა და რეგისტრაცია, ასევე სამელიორაციო და წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაცია და განვითარება; როგორ მომზადდა ქალაქ სიღნაღის ინტერაქტიული რუკა საჯარო რეესტრის და ტურიზმის დეპარტამენტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში; საჯარო რეესტრში არსებულ სიახლეებს: როგორ ემსახურებიან მოქალაქეებს მობილური მონიტორით და როგორ შეიძლება ახალი ბიზნესის უმოკლეს ვადაში რეგისტრაცია; ინფორმაციას მიმდინარე წლის ივნისში ისრაელში ჩატარებული საერთაშორისო სასწავლო კურსის შესახებ, რომელიც მცენარეთა დაცვის თანამედროვე მეთოდებს ეხებოდა და რომელშიც საქართველოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ; რატომ არის თუშური ცხვარი საუკეთესო ჯიში და რატომ ინტერესდებიან თუშური ცხვრით უცხო ქვეყნის მეცხვარეობის სპეციალისტები; როგორ უნდა შეარჩიოს ფერმერმა მაღალი ხარისხის თესლი; საბოსტნე სატაცურის თვისებებს და გამრავლების წესებს და სხვა.



მიწის მესაკუთრე” # 1 (38), 2010

ჟურნალში გაეცნობით:

იურისტის განმარტებებს მესაკუთრეთათვის საინტერესო საკითხებზე; რეპორტაჟს სამეწარმეო რეესტრის ვებ-პროგრამის სერტიფიცირებული მომხმარებლებისთვის სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიიდან; როგორ შეიძლება სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის მიღება ინტერნეტის მეშვეობით; საჯარო რეესტრში არსებულ სიახლეებს; უძრავი ქონების ბაზრის ზოგად ანალიზს; როგორ უნდა ჩატარდეს თესვა ხარისხიანად; წვეთოვანი მორწყვის ტექნოლოგიას, მარცვლეულის შენახვის წესებს, კივის გამრავლების  ეფექტიან მეთოდებს, ნათესების და ნარგავების დაავადებებისგან დაცვის ტექნოლოგიებს და სხვა საინტერესო სტატიებს.



მიწის მესაკუთრე” # 1 (37), 2010

ჟურნალში გაეცნობით:

იურისტის განმარტებებს მესაკუთრეთათვის საინტერესო საკითხებზე; ინფორმაციას მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის შეფასების საერთაშორისო სტანდარტების საბჭოში გაწევრიანების შესახებ; როგორ გააფართოვა პერსონალის პროფესიული სერტიფიკაციის ორგანომ საქმიანობა გირავნობის/ლიზინგის უფლებათა რეესტრის და სამეწარმეო რეესტრის ელექტრონული პროგრამების მოხმარების სფეროში; როგორ ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მეწარმეთა რეგისტრაციას საგადასახადო ორგანოების ნაცვლად; როგორც ეხმარება სახალხო ბანკი საჯარო რეესტრს უძრავი ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევაში; როგორ შეიძლება სამეწარმეო რეესტრიდან ინფორმაციის მიღება ინტერნეტის მეშვეობით; საჯარო რეესტრის დოკუმენტაციის თანამედროვე საარქივო სისტემას და თანამედროვე სარეზერვო სერვერულ ცენტრს; როგორ მიმდინარეობს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთრების უფლებების რეგისტრაცია; სურსათის პრობლემებს საქართველოში; ვაშლის თანამედროვე ტექნოლოგიებით და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოების წესებს; პამიდვრის სათბურებში მოვლის წესებს  და სხვა სასარგებლო ინფორმაციას. 


მიწის მესაკუთრე” # 4 (36), 2009

ჟურნალში გაეცნობით:


იურისტის განმარტებებს მესაკუთრეთათვის საინტერესო საკითხებზე; მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის წევრთა საერთო კრების ანგარიშს; ინფორმაციას თბილისში გამართული უძრავი ქონების შემფასებელთა VIII საერთაშორისო კონგრესზე; სურსათის უვნებლობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის მიმოხილვას; მოძრავი ქონების გირავნობის რეესტრის ახალ პროგრამას; საჯარო რეეტრში არსებულ სიახლეს - მოქალაქეთა საჩივრების ზეპირი განხილვის წესს; როგორ დააჯილდოვა იუსტიციის სამინისტრომ სპეციალური სიგელებით საჯარო რეესტრის წარმატებული თანამშრომლები;   ხილისა და ბოსტნეულის მოსავლის შენახვის წესებს; პამიდვრის მოყვანის ეფექტიან მეთოდებს; სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების სასარგებლო თვისებებს; როგორ მკურნალობენ ფუტკრის შხამით რევმატიულ ართრიტებს; საადრეო კომბოსტოს წარმოების წესებს; ვაშლის ძმრის დამზადების მეთოდს; როგორ ხდება ნიადაგის განაყოფიერება სწრაფმოქმედი სასუქით - სიდერატით; თესლის თესვისწინა დამუშავების წესებს; სად შეიძლება მაღალხარისხიანი ხორბლის თესლის შეძენა; ასევე სხვა საინტერესო ინფორმაციას. ჟურნალში თან ახლავს სპეციალური ბროშურა, სადაც დეტალურადაა აღწერილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის პროცედურები.

მიწის მესაკუთრე” #3 (35), 2009

ჟურნალში გაეცნობით:

იურისტის პასუხებს მიწის მესაკუთრეთათვის საინტერესო კითხვებზე; რეპორტაჟს იძულებით გადაადგილებული პირების უძრავი ქონების რეგისტრაციის გორის საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის პრეზენტაციიდან; სტატისტიკას იძულებით გადაადგილებული პირებისთვის გადაცემული სასოფლო-სამეურნეო და საკარმიდამო მიწის ნაკვეთების შესახებ; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიანი სარეგისტრაციო ქსელის წარმატებულ პროექტს; როგორ შეიძლება ინტერნეტის საშუალებით დაყადაღებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის და ტექბიუროს არქივში დაცული მონაცემების მიღება; ინფორმაციას საჯარო რეესტრის ავტორიზებული მომხამარებლების თაობაზე; ბოსტენეული კულტურების წარმოების მეთოდებს და წარმოების განვითარების გზებს; საუკეთესო ორგანულ სასუქს – კომპოსტს; როგორ უნდა აღდგეს ნიადაგის ნაყოფიერება; რა გავლენას ახდენს ნიადაგში მიკროელემენტების არსებობა მოსავალზე; ნათესბალახიანი თესლბრუნვის დანერგვის მნიშვნელობას მოსავლიანობის ზრდისთვის და სხვა საინტერესო ინფორმაციას.


მიწის მესაკუთრე” #2 (34), 2009

ჟურნალში გაეცნობით:

ინფორმაციას უძრავი ქონების ამზომველების კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემის ღონისძიების შესახებ; უძრავი ქონების აგეგმვისა და  შეფასების პროფესიული მომზადების პროგრამებს; როგორ მიმდინარეობს მარაბდა–კარწახის სარკინიგზო მაგისტრალის სამშენებლო დერეფანში მოხვედრილი კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების საელმწიფოს მიერ გამოსყიდვა; მსოფლიო ბანკისა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის კვლევების მიხედვით შედგენილ რეიტინგებს, რომლის მიხედვითაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უძრავი ქონების რეგისტრაციის სფეროში განხორციელებული რეფორმების მიხედვით მსოფლიოში მეორე ადგილზეა; როგორ შეიძლება საჯარო რეესტრის ელექტრონული ვებ-პროგრამების შესწავლა; ჟურნალში გაკეთებულია სპეციალური ჩანართი, სადაც დეტალურადაა აღწერილი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის შესყიდვის პროცედურები.


“მიწის მესაკუთრე” #1 (33), 2009

ჟურნალში გაეცნობით:

ანგარიშს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის წევრთა საერთო კრების შესახებ; უძრავი ქონების ამზომველთა და შემფასებელთა პროფესიული სერტიფიცრების პროგრამების საგამოცდო ტესტების ნიმუშებს; ინფორმაციას ბაქოში ჩატარებულ დსთ-ის უძრავი ქონების შემფასებელთა VII საერთაშორისო კონგრესზე;  მიწის კანონმდებლობაში განხორციელებულ ცვლილებებს და მიწის ლეგალიზების გამარტივებულ წესებს; როგორ გადაეცემათ იძულებით გადაადგილებულ პირებს სახელმწიფოს მიერ მათთვის გამოყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწა კერძო საკუთრებაში, ელექტრონული სარეგისტრაციო პროგრამის მომხამარებელთა ტრენინგისა და სერტიფიცირების პროგრამას; როგორ ხორციელედება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაკარგული უძრავი ქონების სარეგისტრაციო დოკუმენტაციის აღდგენა; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე ცვლილებებს; ასოციაციის და საჯარო რეესტრის კონსულტანტების განმარტებებს მესაკუთრეთათვის საინტერესოი საკითხებზე; მინერალუური და  კომბინირებული სასუქების გამოყენების წესებს; როგორ უნდა ჩატარდეს ხეხილის ბაღებში საგაზაფხულო სამუშაოები; ვაზის მყნობის მეთოდებს; როგორ შეიძლება მიიღოს ფერმერმა მოგება პარკოსანი ბალახების თესვა-მოყვანით; ვარდების დაავადებებს და მათთან ბრძოლის წესებს; უახლეს პრეპარატებს, რომლებიც  მეფუტკრეობაში გამოიყენება; როგორ აშენდა ევროკომისიის გრანტით კივის შესანახი საწყობი დასავლეთ საქართველოში; ასევე სხვა სასარგებლო ინფორმაციას. 
 

“მიწის მესაკუთრე” #4 (32), 2008

ჟურნალში გაეცნობით:

იურისტის განმარტებებს მესაკუთრეთათვის საინტერესო საკითხებზე; რეპორტაჟს უძრავი ქონების აგეგმვისა და შეფასების სფეროებში თანამშრომლობის მემორანდუმების ხელმოწერის ცერემონიიდან; ინფორმაციას მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის პროფესიული სერტიფიკაციის ორგანოს შესახებ;  პროფესიული მომზადების პროგრამებს უძრავი ქონების აგეგმვასა და შეფასებაში, პროფესიული სერტიფიკაციის ორგანოს ვებგვერდს – certification.org.ge; როგორ დასახელდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო წლის საუკეთესო სააგენტოდ საინფორმაციო ტექნოლოგიების მენეჯმენტში; ასევე ტექნიკურ კულტურებს და მათ სამკურნალო თვისებებს, როგორ უნდა მოიწიოს ფერმერმა ეკოლოგიურად სუფთა და ჯანმრთელი პროდუქცია, საგვიანო კარტოფილის შენახვის წესებს; უშობელის მოვლისა და კვების მეთოდებს; როგორ უნდა გამრავლდეს ჯიშიანი პირუტყვი; შემოდგომით ნიადაგის სათესად მომზადების და მარცვლეულის შენახვის წესებს და სხვა საინტერესო ინფორმაციას.

 

“მიწის მესაკუთრე” #3 (31), 2008

 

ჟურნალში გაეცნობით:

 

ინფორმაციას უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ წარდგენილი მომსახურების პაკეტის შესახებ; უძრავი ქონების შემფასებელთა პროფესიული მომზადების პროგრამას; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კიდევ ერთ ინოვაციურ პროექტს; როგორ შეიძლება ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ინფორმაციის მიღება ინტერნეტის მეშვეობით; შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ახალ პროექტს, მოსაზრებებს სოფლის მეურნეობის კრიზისიდან გამოყვანის გზებზე; რა არის დამლაშებული ნიადაგი და რა უნდა გაკეთდეს ნიადაგის დამლაშების შემთხვევაში; როგორ უნდა მომზადდეს საწყობები მარცვლეულის შესანახად; სოფლის მეურნეობაში ბიოენერგოაქტივატორების გამოყენების შედეგებს; ვაშლის პერსპექტიულ ჯიშებს; შინაური ცხოველების საკვები მცენარეებით მოწამვლის შედეგებს და მკურნალობის წესებს; ასევე სხვა სასარგებლო და საინტერესო ინფორმაციას.  
 

“მიწის მესაკუთრე” # 2 (30), 2008

ჟურნალში გაეცნობით:

რეპორტაჟს საქართველოს ბანკების ასოციაციისა და მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის ერთობლივ პრეზენტაციაზე; ინფორმაციას მარნეულში ჩატარებული კონფერენციის შესახებ, რომელზედაც ადგილობრივმა მოსახლეობამ და მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციამ ერთობლივად განიხილეს მარნეულში მოქმედი სამართლებრივი საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის შედეგები; პასუხებს ხშირად დასმულ კითხვებზე უფლებათა რეგისტრაციის ელექტრონული პროგრამის მომხმარებელთა ტრენინგისა და სერტიფიცირების პროგრამასთან დაკავშირებით; საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინიციატივას შეზღუდული ფიზიკური შესაძლებლობების ადამიანების დასაქმების შესახებ; ამზომველი კომპანიებისათვის შემუშავებულ საკადასტრო ნახაზის სარეკომენდაციო ფორმას; ვაზისა და ხეხილის ადგილობრივი ჯიშების შენარჩუნების საკითხებს; წვრილფეხა რქოსანი პირუტყვის ინფექციური დაავადებებისგან დაცვის საშუალებებს; ხარისხიანი ყველის დამზადების წესებს; როგორ შეიძლება გაიზარდოს სამკურნალო მცენარეების პროდუქტიულობა; მასალებს მეფუტკრეობის საკითხებზე; სვეტისებური ვაშლის ჯიშს და სხვა საინტერესო ინფორმაციას.


“მიწის მესაკუთრე” # 1 (29), 2008

ჟურნალში გაეცნობით:

იურისტის განმარტებებს მიწის მესაკუთრეთათვის საინტერესო საკითხებზე;  ქონების გადასახადებს სახნავი და მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებულ მიწებზე, ბუნებრივ და გაკულტურებულ სათიბებზე და საძოვრებზე; გამარტივებული წესით სასოფლო მიწის კატეგორიის შეცვლის პროცედურას; ბოლო ერთი წლის განმავლობაში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში განხორციელებული რეფორმების შედეგებს;  როგორ შეიძლება საჯარო რეესტრის ამონაწერის განახლება და მიღება ინტერნეტის მეშვეობით; იურიდიული პირების კუთვნილი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის გამარტივებულ წესებს; ბალახის თესვის სისტემის დანერგვის მნიშვნელობას მეცხოველეობის განვითარებისთვის; ინფორმაციას თბილისში გამართული პოლონეთის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და ამ პროდუქციის საწარმოო ტექნოლოგიების გამოფენის შესახებ; სათბურში კიტრის მოყვანის წესებს; მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის დაავადების – ჰიპოდერმატოზის გამომწვევ მიზეზებს და მკურნალობის მეთოდებს; ყვავილის მტვრის სამკურნალო თვისებებს; ფუტკრისათვის ინვერსიული საკვების მომზადების წესებს საოჯახო პირობებში და სხვა სასარგებლო ინფორმაციას. 


“მიწის მესაკუთრე” № 4 (28), 2007

ჟურნალში გაეცნობით:

პასუხებს მიწის მესაკუთრეთათვის საინტერესო კითხვებზე; როგორ ინერგება განცხადებებისა და უფლებათა რეგისტრაციის ვებ-პროგრამა რაიონულ სარეგისტარციო სამსახურებში; რეპორტაჟს მიწის ბაზრის განვითარების პროექტის, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროექტისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი პრეზენტაციიდან; როგორ შეიძლება საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადების შესახებ ინფორმაციის მიღება მოკლე ტექსტური შეტყობინებების მეშვეობით; სასოფლო მიწის პრივატიზების კანონში შეტანილ ცვლილებებს; გეოინფორმაციულ მომსახურებას, რომელსაც მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია სთავაზობს თავის კლიენტებს; გიგანტურ წიწვოვან ხეს – სექვოიას, მის თვისებებსა და გამრავლების წესებს; ვაზის უნიკალურ ჯიშს უსახელოურს; ინფორმაციას თელავში ჩატარებულ რძის მწარმოებელთა ეროვნული ასოციაციის პირველ კონფერენციაზე; თხილის მავნებლებთან და დაავადებებთან ბრძოლის წესებს; მცენარეთა კვების ახალ, მაღალეფექტურ სასუქებს და მცენარეების მიკროელემენტებით კვების მნიშვნელობას; ქართული აბრეშუმის წარმოების საკითხებს; ღვინის სიმღვრივის გამომწვევ მიზეზებსა და გამოსწორების მეთოდებს; წურბელის სამკურნალო თვისებებს; თანამედროვე შესასხურებელ ტექნიკას და სხვა საინტერესო ინფორმაციას. 
 

“მიწის მესაკუთრე” № 3 (27), 2007

ჟურნალში გაეცნობით:

პასუხებს მიწის მესაკუთრეთათვის საინტერესო კითხვებზე ქართულ, აზერბაიჯანულ და რუსულ  ენებზე; ინტერვიუს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარესთან; საჯარო რეესტრში უფლებათა რეგისტრაციის გამარტივებულ პროცედურებს; როგორ შეუძლიათ მოქლაქეებს საკუთრების უფლებების სახალხო ბანკის მეშვეობით დარეგისტრირება; ინფორმაციას მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურში ამოქმედებული ახალი ვებ-პროგრამის შესახებ; უძრავი ქონების რეგისტრაციების სტატისტიკას; ამგეგმავთა და შემფასებელთა პროფესიული სერტიფიცირების პროგრამას, რომელსაც მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია ახორციელებს; თუ როგორ ხორციელდება აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის აფხაზეთში მიტოვებული ქონების აღწერა და ამ ქონებაზე საკუთრების უფლებების აღიარება; ინფორმაციას კასპში არსებული კენკროვანი ხილის სადემონსტრაციო-საწარმოო ბაღში გამართული მინდვრის დღის შესახებ და კენკროვანების მწარმოებელთა ასოციაციის საქმიანობას; რა არის ღორის აფრიკული ჭირი და როგორ ებრძვიან ამ დაავადებას; რძის ხარისხის გაუმჯობესების მეთოდებს; როგორ უნდა გაუმჯობესდეს პირუტყვის ჯიშები; როგორ ხდება ფუტკრის ოჯახების ხელოვნურად გამრავლება და როგორ ეხმარება ფერმერებს  საკონსულტაციო და ფუტკრის დაავადებათა დიაგნოსტიკური კაბინეტი;  საქართველოში გავრცელებული პალმის ჯიშების მოვლის წესებს და სხვა სასარგებლო ინფორმაციას. 
   

”მიწის მესაკუთრე” №2 (26), 2007

ჟურნალში გაეცნობით:

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ კოლხეთის ეროვნულ პარკში და ხანჩალის ტბაზე განხორციელებულ პროექტებს; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებით აღჭურვილი სარეგისტრაციო სისტემის ჩამოყალიბების მიზნით დანერგილ სიახლეებს; სოფლის მეურნეობაში ხიდური ტექნოლოგიების დანერგვის პერსპექტივებს; კოღოს, მოსკიტებისა და სხვა მავნე მწერების მჭამელი მცენარეებისა და ცხოველების მოშენების წესებს; ხეხილის მავნებლებისა და დაავადებებისაგან დაცვის და რძის ხარისხის გაუმჯობესების მეთოდებს; ვაზის მყნობისა და ვენახის გაშენების თანამედროვე მეთოდებს; სოიას სასარგებლო თვისებებს; ტოპინომზესუმზირის უნიკალურ ჯიშს და სხვა საინტერესო ინფორმაციას. 
 

”მიწის მესაკუთრე” №1 (25), 2007

ჟურნალში გაეცნობით:

ინფორმაციას მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის მიერ მარნეულში ჩატარებული კონფერენციის შესახებ; საპრეზიდენტო პროგრამა “ჩემი სახლის” ფარგლებში მიმდინარე ასოციაციის პროექტს; საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე რეფორმის შედეგებს, სააგენტოს მიერ შემუშავებულ უფლებების რეგისტრაციის პროგრამას და საჯარო რეესტრისა და სახალხო ბანკის ერთობლივ პროექტს; სოფლად გლეხთა ასოციაციების შექმნის მნიშვნელობას; ბიოჰუმუსის მნიშვნელობას და მისი გამოყენების ეფექტიანობას; მალარიის სამკურნალო, კოღოსა და სხვა მავნე მწერების მჭამელი მცენარეებისა და ცხოველების მოშენების წესებს; ლეჩხუმში გავრცელებულ ვაზის ენდემურ ჯიშებს; ვენახებში და ვაზის სანერგეებში აგროტექნოლოგიური ღონისძიებების ჩატარების წესებს; რეპორტაჟს თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის ტერიტორიაზე ჩატარებული მსხვილფეხა საქონლის გამოფენა-კონკურსიდან; თუ რატომ ემუქრება ალაზნის ველს მლაშობად გადაქცევის საფრთხე; საქართველოში კამეჩების მოშენების პერსპექტივებს; როგორ ხორციელდება დასავლეთ საქართველოში დაფნისა და ევკალიპტის პლანტაციების რეაბილიტაცია; ინფორმაციას ფუტკრის სკების ახალი მოდელების შესახებ; თუ როგორ გახდა ქართველი მსახიობი ქალი წარმატებული ფერმერი და სხვა საინტერესო ინფორმაციას. 
  
                                  
 
”მიწის მესაკუთრე”  № 4(24), 2006

ჟურნალში გაეცნობით:

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების  მიწის პრივატიზაციის სტატისტიკურ მონაცემებს, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე რეფორმებს, ხეხილის   გაშენებისათვის სათანადო ნიადაგის შერჩევის და ნიადაგის ნაყოფიერების  აღდგენის მეთოდებს, ჩიყვის სამკურნალო მცენარეებს,  პამიდვრის დაავადებებისაგან დაცვის წესებს, ვაზის ჯიშების და მეჩაიეობის კულტურის აღდგენის შესახებ მოსაზრებებს, სათბურსა და საფუტკრეში ფუტკრის მოვლის წესებს და სხვა საინტერესო ინფორმაციას.                              
                            
 
”მიწის მესაკუთრე” №3(23), 2006

ჟურნალში გაეცნობით:

პასუხებს მესაკუთრეებისათვის საინტერესო კითხვებზე; ყურძნის ღვინის სასარგებლო თვისებებს; ინფორმაციას სოფელ თამარისში ჩატარებული ‘მინდვრის დღის” და მარნეულში გამართული მეცხოველეობის ფესტივალის შესახებ; სამტრედიის რაიონში არსებულ თევზსაშენ მეურნეობას; მცენარეთა მორწყვის წესებს და ბოსტნეული კულტურების დაცვის ხალხურ საშუალებებს; მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჰიპოდერამატოზისაგან დაცვის მეთოდებს; ყინვისაგან ვენახების დაცვის ზოგიერთ საკითხს;  ტროპიკულ მცენარეს – “კარაქის ხეს”, რომელიც საქართველოშიც ხარობს. ჟურნალის ამ ნომერში ასევე იხილავთ საინტერესო ფოტოებს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ჩატარებული ხალხური შემოქმედების გამოფენის შესახებ; ასევე წაიკითხავთ ინტერვიუს ახალციხის რაიონში მოსახლე ფერმერთან.


”მიწის მესაკუთრე” №2(22), 2006

ჟურნალში გაეცნობით:

იურისტის განმარტებებს სასოფლო მიწისა და საცხოვრებელი ბინების პრივატიზაციის საკითხებზე; როგორ მდგომარეობაშია საქართველოში სარწყავი სისტემები; ექსპერტის მოსაზრებებს საქართველოს ხელისუფლების აგრარულ პოლიტიკაზე; თაფლოვანი მცენარეების მოშენების მნიშვნელობას მეფუტკრეობის განვითარებისათვის; როგორ უნდა გაიზარდოს ფურების წველადობა; მოსავლისათვის ნიადაგის მჟავიანობის მნიშვნელობას და მისი რეგულირების წესებს; სხვადასხვა სახის ჰერბიციდებსა და მათი გამოყენების წესებს; რატომაა სამთო მიწათმოქმედება პრიორიტეტული და ტერასული მეხილეობის როლს ხილის წარმოების ზრდის საქმეში; ინფორმაციას დედოფლისწყაროში არსებული კამეჩების ფერმის შესახებ და სხვა.


”მიწის მესაკუთრე” №1(21), 2006

ჟურნალში გაეცნობით:

სასოფლო მიწის პრივატიზაციის მნიშვნელობას; სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაში შხამ-ქიმიკატების შემცველობის კონტროლის და კვების პროდუქტების უსაფრთხოების საკითხებს; თესლის ხარისხიანობის შემოწმების და მისი თესვისწინა დამუშავების მეთოდებს; ბაღის გასაშენებლად ადგილის შერჩევის და კურკოვანი ხეხილის გასხვლის წესებს; ფრინველის გრიპისაგან თავდაცვის მეთოდებს; ინფორმაციას მსოფლიოს ორი უდიდესი პესტიციდების მწარმოებელი კომპანიის პროდუქციის შესახებ; ინფორმაციას ხორბლის ახალი ქართული ჯიშის შესახებ, რომელიც ითესება და მოსავალს იძლევა წლის სხვადასხვა პერიოდში; ვაზისა და ხეხილის სოკოვან დაავადებებს და ამ დაავადებების საწინააღმდეგო პრეპარატებს; პირუტყვისათვის საკვები დანამატების მიცემის ნორმებს; სანაშენე ფრინველების ჯიშების შერჩევის, მათთვის საკვები ვიტამინიანი დანამატების მიცემის წესებს; სტატისტიკურ მონაცემებს საქართველოში არსებული წყლის რესურსების შესახებ; მეხილეობის განვითარების საკითხებს; ბოსტნეული კულტურების სამკურნალო თვისებებს და სხვა ინფორმაციას. 

                               
”მიწის მესაკუთრე” №9(20), 2005

ჟურნალში გაეცნობით:

რეპორტაჟს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის წევრთა საერთო კრებიდან; მიწაზე ქონების გადასახადების განაკვეთებს; მცენარეთა დაცვის საშუალებების გამოყენების საკითხებს; ინფორმაციას ფერმერ ქალთა მეორე კონფერენციაზე; პირუტყვის სწორად კვების წესებს; ახალი ქართული წარმოების საკვებდანამატებს შინაური ფრინველებისა და ცხოველებისათვის; როგორ უნდა დაითესოს საგაზაფხულო კულტურები; რას ფიქრობენ კახელი ფერმერები სასოფლო მიწის პრივატიზებაზე; საქართველოში მეჩაიეობის განვითარების ისტორიას.  


"მიწის მესაკუთრე” №8(19), 2005

ჟურნალში გაეცნობით:                               

სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზების კანონს და ამ კანონზე კომენტარებს; იურისტის განმარტებებს მიწის პრივატიზების პროცესის თაობაზე; ინფორმაციას სოფელ განთიადში ფერმერებისათვის მოწყობილი “მინდვრის დღის” შესახებ; ბოსტნეული კულტურების მოყვანის წესებსა და მათ სასარგებლო თვისებებს; ცხვრის გასაბანი აგრეგატის მნიშვნელობასა და გამოყენების წესს; სატაცურის მოვლა-მოყვანისა და გამრავლების ტექნიკას; მასალებს მეფუტკრეობაზე და ხორბლის ქართულ ჯიშებზე; ინფორმაციას სხვადასხვა სამკურნალო მცენარეების, ქართული ლიმნის გამრავლების, მოვლისა და მავნებლებისაგან დაცვის, ასევე სიმინდის კულტურის და სიმინდისათვის ნიადაგის დამუშავების შესახებ.


”მიწის მესაკუთრე” №7(18), 2005

ჟურნალში გაეცნობით:

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის დერეფანში მიწათსარგებლობის წესებსა და შეზღუდვებს; იურისტის განმარტებებს მიწათსარგებლობის საკითხებზე; ინფორმაციას წისქვილების “ბუმზე” დედოფლისწყაროს რაიონში; რატომაა ბიოჰუმუსი 21-ე საუკუნის სასუქი; ბოსტნეულის მარინადების დამზადების რეცეპტებს; როგორ ხდება კაკლის ხეების გაშენება ფერდობებზე; შინაური ცხოველების აცრის მნიშვნელობას; ხეხილის მავნებლებისაგან დაცვის მეთოდებს; სამკურნალო მცენარეებს და სხვა სასარგებლო ინფორმაციას.


”მიწის მესაკუთრე” №6(17), 2005

ჟურნალში გაეცნობით:

როგორ უნდა იქნეს აღდგენილი ტყის გაშენებისა და მოვლის ტრადიციები; როგორ აწარმოებენ აგრობიომეურნეობებს გერმანიაში; ხეხილისა და ყურძნის შენახვის თავისებურებებს; სოკოს მოყვანის მეთოდებს საოჯახო პირობებში; რა მექანიზებული საშუალებების გამოყენება შეიძლება მესაქონლეობის ფერმაში; რეპორტაჟს ფერმერ ქალთა პირველი კონფერენციიდან; სასარგებლო რჩევებს მეფრინველეობის ფერმის მოწყობისათვის; სამკურნალო ბალახოვანი მცენარეების სასარგებლო თვისებებსა და მათი გამოყენების წესებს; ოთახის ყვავილების მოვლის წესებს; ხეხილის მავნებელი მწერებისაგან დაცვის საშუალებებს და სხვა სასარგებლო ინფორმაციას.


”მიწის მესაკუთრე” №5(16), 2005

ჟურნალში გაეცნობით:

როგორ დაეხმარა მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია დედოფლისწყაროელ ფერმერებს და როგორ მოაგვარა სოფელ წინანდლის მოსახლეობამ ასოციაციის დახმარებით სავარგულების დატბორვის პრობლემა; როგორ უნდა იქნეს შენარჩუნებული ფურების მაღალი წველადობა; სარეველებთან ბრძოლის საშუალებებს; ინფორმაციას ბიომეურნეობის მზარდი ეკონომიკური პოტენციის, საქართველოს ბაზარზე გამოჩენილი ახალი ფუნგიციდების, ვენახის მოვლისა და პროდუქციის წარმოების მანქანურ-ტექნოლოგიური უზრუნველყოფის სტრატეგიის, თხილის მოვლისა და მოსავლიანობის ზრდის შესახებ; რეპორტაჟს ასოციაციის მიერ მეხილეობა-მევენახეობისა და ბაღჩეული და ბოსტნეული კულტურების მოყვანის თანამედროვე საშუალებებისადმი მიძღვნილი სემინარის თაობაზე; სასარგებლო რჩევებს მებაღეებისათვის და სხვა.


”მიწის მესაკუთრე” №4(15), 2005

ჟურნალში გაეცნობით:

თუშეთის თემის სტრატეგიული განვითარების გეგმას; ასოციაციის იურისტის განმარტებებს მკითხველთა შეკითხვებზე; როგორია ფუტკრის რძის ეკონომიკური ეფექტიანობა მეფუტკრეებისათვის; რა განაპირობებს საშემოდგომო ხორბლის ჯიშის უხვმოსავლიანობას; როგორაა შესაძლებელი კაქტუსების დამყნობა; საზამთროს ჯიშებს, სასარგებლო თვისებებს და მოვლის წესებს; მიწავაშლას სასარგებლო და სასურსათო ღირსებებს; მცენარეთა დაცვის ახალ საშუალებებს; საგაზაფხულო სამუშაოების წარმოების წესებს ხეხილის ბაღებში; ბოსტნეული კულტურების სარეველებთან ბრძოლოს საშუალებებს; ინტერვიუს ინტელიგენტ ფერმერთან და სხვა ინფორმაციას.


”მიწის მესაკუთრე” №3(14), 2005

ჟურნალში გაეცნობით:

იურისტის პასუხებს აჭარის მოსახლეობის შეკითხვებზე; ექსპერტთა მოსაზრებებს ახალ საგადასახადო კოდექსზე; უნდა დაწესდეს თუ არა უძრავ ქონებაზე გადასახადი და როგორ უნდა რეგულირდებოდეს საშემფასებლო საქმიანობა; რეპორტაჟს სოფლის მეურნეობის სფეროს მეცნიერების, ფერმერების და სტუდენტების შეხვედრაზე აგრარულ სექტორში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის დანერგვის მიზნით; როგორ  აწარმოებენ კარტოფილს მოწინავე ტექნოლოგიებით; როგორ ინერგება საქართველოში ბიოგაზის დანადგარების გამოყენება; როგორ მოჰყავთ უხვი და მაღალხარისხიანი ბოსტნეული; ფუტკრის მოვლის მეთოდებს; მეაბრეშუმეობის აღდგენის საკითხებს; ვაშლოვანის ეროვნული პარკის პერსპექტივებს; ეკოლოგიის საფუძვლებს და სხვა საინტერესო ინფორმაციას.


”მიწის მესაკუთრე” №2(13), 2005

ჟურნალში გაეცნობით:

როგორ უბრუნდება ქუთაისს ეკონომიკური ფუნქციები; რეპორტაჟს სოფლის მეურნეობის სამინისტროში ჩატარებული ღია კარის დღეზე, რომელიც მიწის პრივატიზაციის შედეგებს მიეძღვნა; როგორ გამოიყენება სათბურებში ბოსტნეულის მოყვანისათვის აუცილებელი სხვადასხვა პრეპარატები; როგორ უნდა წარიმართოს ზამთრის სამუშაოები ხეხილის ბაღებში; როგორ ამზადებენ კახეთში გაყინული ყურძნის ღვინოს; გაეროს კაკლისა და თხილის სანერგეების რეაბილიტაციის პროექტს და მებაღეების ჯგუფის ვიზიტის დეტალებს იტალიაში ჩატარებულ კაკლის საერთაშორისო სიმპოზიუმზე; როგორ აშენდა სოფელ ჯავახში სარწყავი სისტემა; როგორ უვლიან მრავალწლიან ყვავილოვან მცენარეებს; კახეთის დაცულ ტერიტორიებს; გამოცდილი მებაღის რჩევებს და სხვა. 

                                 
”მიწის მესაკუთრე” №1(12), 2004/5

ჟურნალში გაეცნობით:

ილია ჭავჭავაძის წერილს სოფლის თვითმმართველობის შესახებ; მეხორბლეობის განვითარების საკითხებს; უცხოელი ექსპერტის მოსაზრებებსა და რეკომენდაციებს მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის საქმიანობის გაფართოებისა და წევრების მოზიდვის სტრატეგიის შესახებ;  ფერმერების შეხედულებებს ახალ საგადასახადო კოდექსზე; შხამქიმიკატების გონივრულად გამოყენების წესებსა და მეთესლეობის აღორძინების საკითხებს; მეფუტკრეობაში არსებულ პრობლემებს; ცხოველებისათვის სასარგებლო საკვების შერჩევის წესებს; მოზარდი პირუტყვის დაავადებებს; ინფორმაციას თურქეთში მოწყობილი სასოფლო-სამეურნეო და შესაფუთი ტექნოლოგიების გამოფენების შესახებ; თუშეთში მეცხვარეობის ისტორიასა და ამჟამად არსებულ სიძნელეებს.


”მიწის მესაკუთრე” №11, 2004

ჟურნალში გაეცნობით:

ილია ჭავჭავაძის წერილს მმართველობასა და თვითმმართველობაზე; იურისტის განმარტებებს მესკუთრეთა შეკითხვებზე; მევენახეობაში არსებულ პრობლემებსა და იმ სირთულეებს, რომელთაც აწყდებიან მევენახეები ყურძნის ჩაბარებისას; ინფორმაციას კახეთში მიმდინარე რთვლის შესახებ; ნიადაგის ანალიზისათვის ნიმუშების აღების წესებს; ხეხილის სწორად გასხვლის, ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა კარტოფილის მოყვანის, მოზარდი პირუტყვის მოვლის, კალმახა სოკოს შინაურ პირობებში მოყვანის, თევზის მოშენებისათვის გუბურის მოწყობის, მოსავლის შენახვის მეთოდებს; ხორცის დამარილებისა და შებოლვის წესებს; ცხოველების პარაზიტი ჭიებით დაავადებებს და მათ საწინააღმდეგო ღონისძიებებს; გარემო ტემპერატურის ზეგავლენას ცხოველებზე; მეფრინველეობაში ცილოვანი საკვების გამოყენების მნიშვნელობას; ინფორმაციას კაკლის ხის საქართველოში მოშენების, მისი ნაყოფის უნიკალური თვისებების შესახებ და სხვა სასარგებლო ინფორმაციას. 


”მიწის მესაკუთრე” №10, 2004

ჟურნალში გაეცნობით:

ილია ჭავჭავაძის მოსაზრებებს მმართველობასა და თვითმმართველობაზე; კითხვა-პასუხის რუბრიკას; ინტერვიუს ზემო ალვანში მცხოვრებ ფერმერ მეცნიერთან; რეპორტაჟს თელავში ამერიკელი ექსპერტის მიერ უძრავი ქონების ბაზრის განვითარების საკითხებზე ჩატარებული ტრენინგის შესახებ; ბიოენერგიის გამოყენების პროექტს; მცხეთის სასელექციო სადგურის საქმიანობას; მეფუტკრეობის განვითარების პროგრამას მაღალმთიანი რეგიონებისათვის; ქართული ვაზის ჯიშებს; ფუტკრის დაავადებებსა და მათთან ბრძოლის საშუალებებს; მეურნეობაში გამოსაყენებელ ორგანულ სასუქებს; შესაძლოა თუ არა ზეთისხილის საქართველოში მოყვანა; როგორ უნდა მოეწყოს სასათბურე მეურნეობა.


”მიწის მესაკუთრე” №9, 2004

ჟურნალში გაეცნობით:

იურისტის კომენტარებს მიწის რეფორმის საკითხებზე; ინფორმაციას საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ; რა საშუალებებს იყენებენ იმერეთში სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოსავლიანობისა და მეცხოველეობის პროდუქტიულობის ზრდისათვის;  კარტოფილის უხმოსავლიან ჯიშებს; როგორ იყენებენ გეოსაინფორმაციო სისტემებს სოფლის მეურნეობაში; სანერგე მეურნეობებში არსებულ სიახლეებს; წიწილების კვებისა და მკურნალობის მეთოდებს; ხორბლის ახალ ჯიშებს;  როგორ გააწევრიანა ახმეტელმა ფერმერმა ახმეტელი გლეხები მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციაში; სახალისო ამბებს ნადირობაზე და სხვა.


”მიწის მესაკუთრე” №8, 2004

ჟურნალში გაეცნობით:

საქართველოში მიწის კადასტრის განვითარების ისტორიას; როგორ ვითარდება საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი; როგორ დაიწყო საქართველოში ნიადაგური კვლევები თანამედროვე საერთაშორისო კოდირებული სისტემის გამოყენებით; ინტერვიუს  ნიადაგმცოდნეთა საერთაშორისო კავშირის საპატიო წევრთან, დოქტორ ბლუმთან; რა არის სასოფლო-სამეურნეო შემნახველი საკრედიტო კოოპერატივი; აგრობიზნესის განვითარების საკითხებს; ინფორმაციას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის ფარგლებში არსებული საჩივრების მონიტორინგის სისტემასა და პროცედურებზე; ინფორმაციას თურქეთში გამართული სოფლის მეურნეობის, მეცხოველეობისა და მეფრინველეობის საერთაშორისო გამოფენაზე; როგორ უნდა მოეწყოს დეკორატიული წყალსატევი; რა საშუალებები გამოიყენება ბოცვრის ვირუსული ჰემორაგიული პნევმონიის წინააღმდეგ; რა არის ეკოლოგიურად სუფთა, მაღალეფექტიანი სასუქი ბიოჰუმუსი.


”მიწის მესაკუთრე” №7, 2004

ჟურნალში გაეცნობით:

მიწის კადასტრის განვითარების ისტორიას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში; იურისტის კონსულტაციებს მიწის საკითხებზე; როგორ ვითარდებოდა საქართველოში მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის სისტემა; კენკროვანი კულტურების სასარგებლო თვისებებსა და მოვლის წესებს; როგორ ფართოვდება მწვანილის რეალიზაციისა და მარკეტინგის პროგრამები; როგორ დაფუძნდა იმერეთის რეგიონში 5 სათემო ორგანიზაცია მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელშეწყობით; როგორ მდგომარეობაშია საქართველოს ზამთრის საძოვრები და როგორ უნდა გაუმჯობესდეს მათი გამოყენება; სოკოების კვებით ღირსებებს და სხვა სასარგებლო ინფორმაციას.


”მიწის მესაკუთრე” №6, 2004

ჟურნალში გაეცნობით:

როგორ მუშაობდნენ სამედიატორო სასამართლოები გასულ საუკუნეებში ქართლ-კახეთში, ფშავ-ხევსურეთსა და სვანეთში; როგორ ცდილობენ ქართველი მწარმოებლები მსოფლიო ბაზარზე გასვლას; მიწის კადასტრის განვითარებას შუა საუკუნეების ევროპასა და რუსეთში; ინფორმაციას საჯარო რეესტრსა და ტექბიუროს შორის არსებული დავის შესახებ; მოსაზრებას სასოფლო-საკრედიტო კავშირების არსებობის აუცილებლობის თაობაზე; სათემო კავშირების – “ნიკორწმინდისა” და “მამათის” საქმიანობას; თუ როგორ ცდილობს სათემო კავშირი “ალვანი 2000” თუშეთის მოსახლეობის ჩაბმას მათ წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტაში; იმერეთის მხარეში მევენახეობა-მეღვინეობის აღორძინების საკითხებს; როგორ დაეხმარა მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია დედოფლისწყაროელ, ახალციხელ და გორელ ფერმერებს; როგორ ხარობს ანანასი და მანდარინი ოთახის პირობებში; სახალისო ამბებს ნადირობაზე.


”მიწის მესაკუთრე” №5, 2004

ჟურნალში გაეცნობით:

მიწის კადასტრის ისტორიას; როგორ გახდა საჯარო რეესტრის ინფორმაცია ინტერნეტის მეშვეობით ხელმისაწვდომი მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის ხელშეწყობით; მიწის დაცვის, ათვისებისა და გამოყენების საკითხებს; სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების პრივატიზაციის მნიშვნელობას; ინტერვიუს ზურაბ ჟვანიასთან სასოფლო მიწის პრივატიზების თაობაზე; რეპორტაჟს მიწის საკუთრების დამადასტურებელი სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიებიდან; სათემო ორგანიზაცია “წინუბანის” საქმიანობასა და მიღწევებს; წნისის ფერმერული გაერთიანების საქმიანობას; თუ როგორ გადარჩა იმერეთში მწვანილის ბიზნესი; გერმანელ ფერმერთა გამოცდილებას; რით და როგორ უნდა იკვებოს შინაური ფრინველი; სახალისო ამბებს ნადირობაზე.


”მიწის მესაკუთრე” №4, 2004

ჟურნალში გაეცნობით:

ილია ჭავჭავაძის წერილს საქართველოში მომრიგებელი მოსამართლეობის შესახებ; საკანონმდებლო სიახლეებს ტყეების მართვასთან დაკავშირებით; სასოფლო განვითარების პერსპექტივებსა და მიმართულებებს; თბილისში ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების ზოგიერთ ასპექტს; ინტერვიუს საკონსერვო საწარმოს ხელმძღვანელთან; გარე ვაჭრობის აკრძალვის შესახებ რეპორტაჟს; ინტერვიუს დედოფლისწყაროში მოსახლე წარმატებულ ფერმერთან; ქოთანში ჩითილის გამოყვანის წესებს; კახეთში პირუტყვის გადასარეკი ტრასების არსებობის ისტორიას და მათ ამჟამინდელ მდგომარეობას.


”მიწის მესაკუთრე” №3, 2004

ჟურნალში გაეცნობით:

მიწის გადასახადთან დაკავშირებულ საკანონმდებლო სიახლეებს; იურისტის პასუხებს ჟურნალის მკითხველების შეკითხვებზე; ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენის დერეფანში მიწის ნაკვეთების შესყიდვისა და კომპენსაციების გაცემის პროცედურებს; ექსპერტების მოსაზრებებს მიწის გადასახადის გაუქმების შესახებ; მდგრადი სასოფლო განვითარების წინაპირობებს; ახალციხის რაიონში არსებული სათემო ორგანიზაცია “ვალეს” გამოცდილებას და საქმიანობას; როგორ უნდა რეგულირდებოდეს მიწათსარგებლობა და განაშენიანება საბაზრო ეკონომიკის პირობებში; მოსავლის დაზღვევის საკითხებს; ინტერვიუს წარმატებულ მეფუტკრესთან; მარცვლოვანი კულტურების სათეს მოწყობილობას; ოტია იოსელიანის მოთხრობას “ხარჯიხვი” და სხვა საინტერესო მასალებს.


”მიწის მესაკუთრე” №1, 2003

ჟურნალში გაეცნობით:

იურისტის განმარტებებს უძრავი ქონების მემკვიდრეობის საკითხებზე; სამცხე-ჯავახეთის ფერმერთა ასოციაციის საქმიანობას; თემის მობილიზაციის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში უცხოელი ექსპერტების იმერეთის რეგიონში ვიზიტის დეტალებს; რა მდგომარეობაშია სოფლის ტყეები დღეს და როგორია საქართველოში კივის გავრცელების პერსპექტივები და ეკონომიკური ეფექტიანობა; ფერმერის მოსაზრებებს ქართველი გლეხის პრობლემებზე; რეპორტაჟს გამოცდილი მონადირის “ფიტულების ცხოველთა სამყაროს” გამოფენიდან; ოტია იოსელიანის მოთხრობას “ხარჯიხვი”.


”მიწის მესაკუთრე” № 1, 2003

ჟურნალში გაეცნობით:

თემის მობილიზაციის ხელშეწყობის პროექტს დასავლეთ საქართველოში; განახლებადი ენერგიის პროგრამას; რეპორტაჟს თეთრიწყაროში არსებული მესაქონლეობის ფერმიდან; ინტერვიუს გივი ბერიკაშვილთან, როგორც მიწის მესაკუთრესთან; რეპორტაჟს “თბილისობის” დღესასწაულიდან.