HomeMap
APLR
 
English version

კვლევა

საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ანალიზი და კვლევა

მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია კლიენტებისათვის უზრუნველყოფს მიწის/უძრავი ქონების სფეროში ნებისმიერი საკითხის სამართლებრივ კვლევასა და ანალიზს და ამ ანალიზზე დაყრდნობით მიზანშეწონილი და დასაბუთებული გადაწყვეტილებების მიღებას. ასოციაციის სამართლებრივი ანალიტიკოსები კლიენტის მოთხოვნების გათვალისწინებით ახორციელებენ ნებისმიერი კანონის და კანონქვემდებარე აქტის სიღრმისეულ ანალიზს, აძლევენ სასარგებლო რჩევებს კლიენტებს და არსებული სიტუაციის გათვალისწინებით შეიმუშავებენ რეკომენდაციებს სისტემის ეფექტიანად ფუნქციონირებისათვის.

ასოციაცია  მუდმივად იკვლევს და ანვითარებს კონცეფციებს, რომლებიც ხელს უწყობს საკანონმდებლო გარემოს დახვეწასა და გაუმჯობესებას, მიწის და უძრავი ქონების ბაზრის განვითარებას, ეფექტიან გამოყენებას და ადმინისტრირებას; საჭიროების შემთხვევაში შეიმუშავებს კანონპროექტებს, ამზადებს მოქმედ კანონებსა და კანონქვემდებარე აქტებში ცვლილებების პროექტებს და აქტიურად მონაწილეობს  ამ კანონპროექტების საჯარო განხილვისა და ლობირების პროცესში.  

ასოციაციის მონაწილეობით და მხარდაჭერით შემუშავდა და მიღებული იქნა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტები, რომელთა საფუძველზეც უზრუნველყოფილი იქნა ურბანული და სასოფლო მიწის პრივატიზაცია და რეგისტრაცია, უძრავი ქონების სარეგისტრაციო მოსაკრებლის შემცირება და სხვა. მათ შორის:

“სახელმწიფო საკუთრებაში არსებუნლი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის პრივატიზების შესახებ” (2005 წლის 8 ივლისი)

 “უძრავ ნივთებზე უფლებათა რეგისტრაციის შესახებ” (2005 წლის 28 დეკემბერი)

 “საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ” (2004 წლის 29 დეკემბერი)

“სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ” (1998 წლის 28 ოქტომბერი)

“ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ” (1998 წლის 28 ოქტომბერი)

“სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ” (1997 წლის 2 ოქტომბერი)

ასოციაციის სამართლებრივი ანალიტიკოსების მომსახურებით სარგებლობენ სამთავრობო უწყებები,  კერძო კომპანიები,  არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც ამ მომსახურების საფუძველზე უზრუნველყოფენ მათთვის საინტერესო საკითხის შესწავლას და შესაბამისი სტრატეგიის შემუშავებას.


საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების ანალიზისა და კვლევის ღირებულება განისაზღვრება შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის მიხედვით, კლიენტთან შეთანხმებით.