HomeMap
APLR
 
English version

სამართლებრივი და საკონსულტაციო მომსახურება

NAPR_Geo

მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია დაინტერესებულ პირებს იურიდიულ   მომსახურებას დაფუძნების დღიდან სთავაზობს. ასოციაციის იურიდიული მომსახურებით სარგებლობენ როგორც კერძო სექტორის, ასევე სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასოციაციის კვალიფიციური სპეციალისტების მომსახურება თანაბრად ხელმისაწვდომი, დიდი და მცირე საწარმოების, სახელმწიფო ინსტიტუტების, უძრავი ქონების მესაკუთრეების, ფერმერების და სხვა დაინტერესებული მხარეებისათვის.


სატიტულო მომსახურება

ასოციაციის სატიტულო მომსახურებით მრავალი ფიზიკური და იურიდიული პირი სარგებლობს. ასოციაციის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი იურისტები დახმარებას უწევენ მიწის/უძრავი ქონების რეგისტრაციით დაინტერესებულ პირებს და სახელმწიფო, კერძო და საერთაშორისო ორგანიზაციებს. ასოციაცია უზრუნველყოფს მიწის/უძრავი ქონების საჯარო რეესტრში რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა პროცედურის შესრულებას, კერძოდ, წინასწარ კონსულტაციას, მიწისა და სხვა უძრავი ქონების მესაკუთრეებისა და მოსარგებლეების მოძიებას, კლიენტის ხელთ არსებული დოკუმენტაციის შესწავლას, რეგისტრაციისათვის აუცილებელი საბუთების მოკვლევასა და ანალიზს, საჯარო რეესტრში სარეგისტრაციო განაცხადის და თანდართული დოკუმენტაციის წარდგენას, საჯარო რეესტრიდან საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას.


ტრენინგები

მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია დაინტერესებულ სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს უზრუნველყოფს პერსონალის ტრენინგით სხვადასხვა სამართლებრივ და ტექნიკურ საკითხებზე, კლიენტის მოთხოვნებისა და ინტერესების შესაბამისად შედგენილი პროგრამების საფუძველზე.  ასოციაციის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები წლების განმავლობაში ატარებდნენ ტრენინგებს მიწის/უძრავი ქონების მარეგულირებელი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების გამოყენების და მიწაზე საკუთრების უფლებების დაცვის საკითხებზე, მიწის რეფორმის განხორციელების და სასოფლო მიწის პრივატიზების პროცედურებზე,  სათემო ორგანიზაციების ჩამოყალიბების პროცედურებსა და მათი მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მექანიზმებზე, მცირე პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაზე, კერძო არბიტრაჟის შექმნისა და წარმართვის წესებზე; უზრუნველყოფდნენ გის პროგრამების გამოყენების, გეომონაცემთა ბაზების ადმინისტრირების, გის პროგრამების გამოყენებით გრაფიკული მონაცემთა ბაზების მართვის სწავლებას.


იურიდიული მომსახურების ღირებულება განისაზღვრება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაში შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის შესაბამისად, კლიენტთან შეთანხმებით.