HomeMap
APLR
 
English version

ფინანსები

მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე დიდი არასამთავრობო ორგანიზაციაა საქართველოში. ორგანიზაციას აქვს მყარი შემოსავლები, რომლებიც მის მიერ განხორციელებული საქმიანობების ზრდის ადეკვატურია. საქმიანობის საწყის ეტაპზე ორგანიზაცია მნიშვნელოვნად იყო  დამოკიდებული გრანტებზე, ამიტომ ასოციაციის ხელმძღვანელობა ცდილობდა  საქმიანობის გაფართოებას და კერძო სექტორთან თანამშრომლობის გაღრმავებას ორგანიზაციის მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით.

ასოციაციის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია მისი საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და  კლიენტებთან და პარტნიორებთან ეფექტიანი  თანამშრომლობა, რისთვისაც ფინანსური მართვის სისტემის მოდერნიზება ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა.   

ფინანსური აღრიცხვის პროცედურების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის, ფინანსური მართვის და შიდა კონტროლის პროცედურების ჩამოყალიბების მიზნით ასოციაციამ საერთაშორისო ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა ფინანსური აღრიცხვის სახელმძღვანელო, რომელიც უზრუნველყოფს  ფინანსების მართვის  გამჭვირვალობას და ორგანიზაციულ წესრიგს.

საერთაშორისო რეპუტაციის მქონე აუდიტორული კომპანიები რეგულარულად ამოწმებენ ასოციაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობას  ორგანიზაციაში არსებული შიდა კონტროლის და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო პროცედურებთან შესაბამისობის შეფასების მიზნით. დამოუკიდებელ აუდიტორებთან და კონსულტანტებთან რეგულარული კონსულტაციები და თანამშრომელთა კვალიფიკაციის მუდმივად ზრდა ხელს უწყობს ასოციაციის საქმიანობის გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის ზრდას. 

ფინანსური აღრიცხვის სახელმძღვანელო
აუდიტის დასკვნა, 2009
ბალანსი, 2009
მოგება-ზარალის უწყისი, 2009
აუდიტის დასკვნა, 2008
ბალანსი, 2008
მოგება-ზარალის უწყისი, 2008
აუდიტის დასკვნა, 2007
ბალანსი, 2007
მოგება-ზარალის უწყისი, 2007
აუდიტის დასკვნა, 2006
ბალანსი, 2006
მოგება-ზარალის უწყისი, 2006
ბალანსი, 2005
მოგება-ზარალის უწყისი, 2005
აუდიტის დასკვნა, 2005
აუდიტის დასკვნა, 2004
მოგება-ზარალის უწყისი, 2004
ბალანსი, 2004
მოგება-ზარალის უწყისი, 2003
აუდიტის დასკვნა, 2003
ბალანსი, 2003
ბალანსი, 2001
აუდიტის დასკვნა, 2001
მოგება-ზარალის უწყისი, 2001