HomeMap
APLR
 
English version

ჩვენი ხედვა

მიწის/უძრავი ქონების ბაზრების და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პროფესიული დისციპლინების განვითარება, უძრავი ქონების სფეროში ჩართული პროფესიონალებისთვის გამჭირვალე და კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა, უძრავი ქონების აგეგმვის სფეროს პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, უძრავი/მოძრავი ქონების და ბიზნესის შეფასების სფეროების და  საბროკერო საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტებია.

მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაცია, 1996 წელს შექმნილი ქართული არასამთავრობო ორაგანიზაცია,  ერთ-ერთი წარმატებული ორგანიზაციაა საქართველოში. ასოციაციის მომსახურებით სარგებლობენ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხო ქვეყნების მსხვილი ბიზნეს-ორგანიზაციები და საერთაშორისო დონორები. ასოციაცია ასევე წარმატებით თანამშრომლობს საქართველოს პარლამენტთან და მთავრობასთან, ადგილობრივ ხელისუფლებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციის საქმიანობისა და მომსახურების სპექტრი სულ უფრო ფართოვდება.  ასოციაციის ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაცია დეტალურად აღწერს ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებსა და მიღწევებს,  ასევე მომსახურებას, რომელსაც ასოციაცია სთავაზობს პარტნიორებსა და კლიენტებს.