English version |
|
|||
|
კერძო არბიტრაჟის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტის მომზადებასტატუსი: დასრულებული
სრული დასახელება: კერძო არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონის რევიზია განხორციელების ადგილი: თბილისი განხორციელების ვადა: მარტი, 2004 - ივლისი, 2004 დაფინანსების წყარო: World Learning
პროექტის მოკლე აღწერა საქართველოში 1990-იან წლებში მიწის/უძრავი ქონების პრივატიზაციის შედეგად წარმოიშვა ქონების მესაკუთრეთა ფართო ფენა. კერძო მესაკუთრეებს შორის ხშირია საკუთრებასთან დაკავშირებული დავები. სასამართლოში საქმის განხილვა დიდ დროსა და ხარჯებს მოითხოვს და ამის გამო სასამართლო არ განიხილება როგორც დავების გადაწყვეტის ოპტიმალური საშუალება. ამ მხრივ, კერძო არბიტრაჟი დავების მოგვარების ეფექტიანი ალტერნატივაა. 1997 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი კერძო არბიტრაჟის შესახებ. ამ კანონის საფუძველზე შესაძლებელი გახდა კერძო პირებს შორის სამოქალაქო დავების კერძო არბიტრაჟის მეშვეობით გადაწყვეტა. მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციამ დაიწყო არბიტრაჟის საკითხებზე მუშაობა, მესაკუთრეებისათვის საარბიტრაჟო მომსახურების შეთავაზება და საზოგადოების ინფორმირება დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზების ეფექტიანობის თაობაზე. “კერძო არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის სრულყოფის მიზნით ასოციაცია ახორციელებს პროექტს ამ კანონში ცვლილებების პროექტის შესამუშავებლად და კერძო არბიტრაჟის პრაქტიკაში გამოყენების შესახებ რეკომენდაციების მოსამზადებლად. პროექტის ფარგლებში შექმნილი კოალიციის მეშვეობით, რომლის შემადგენლობაშიც შედიან არბიტრაჟის საკითხებით დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასოციაცია ლობირებს განზრახულ ცვლილებებს კანონში, უზერუნველყოფს დიალოგს კოალიციის წარმომადგენლებსა და პარლამენტის წევრებს შორის, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად განიხილავს და პარლამენტისათვის წარსადგენად ამზადებს არბიტრაჟის კანონში ცვლილებების პროექტს. პროექტის შედეგები უზრუნველყოფს საზოგადოებისა და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ დავების გადაწყვეტის ალტერნატიული გზების საჭიროების უკეთესად აღქმას და ხელს უწყობს საქართველოში საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებას. |
|||
|