HomeMap
APLR
 
English version

საზოგადოებასთან ურთიერთობა

         


სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: ქონების რესტიტუციის შესახებ სამთავრობო ინიციატივის მხარდაჭერა საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შედეგად წარმოშობილი ლტოლვილებისათვის

განხორციელების ადგილი: საქართველო (მათ შორის, სამხრეთ ოსეთი); ჩრდილო ოსეთი, რუსეთი

განხორციელების ვადა: სექტემბერი, 2006 - იანვარი, 2009

დაფინანსების წყარო: აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო


პროექტის მოკლე აღწერა

1990-იან წლებში ქართულ-ოსური კონფლიქტის შედეგად 53,000-მა ადამიანმა მიატოვა თავისი საცხოვრებელი ადგილი. დაახლოებით 42,000 ეთნიკური ოსი იძულებული გახდა დაეტოვებინა საკუთარი სახლი როგორც კონფლიქტის ზონაში, ისე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. ლტოლვილ ეთნიკურ ოსთა უმეტესობა ამჟამად ცხოვრობს რუსეთში, ჩრდილო ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. საქართველოს მთავრობამ წამოაყენა საკანონმდებლო ინიციატივა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის შედეგად დაზარალებულთა ქონების რესტიტუციის შესახებ. მთავრობა აპირებს მიიღოს კანონი, რომლის საფუძველზედაც კონფლიქტის შედეგად დაზარალებულებს საშუალება ექნებათ დაიბრუნონ დაკარგული სახლები, ბინები და სხვა უძრავი ქონება, ან მიიღონ ფულადი კომპენსაცია.

პროექტის ფარგლებში მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია მუშაობს საქართველოს მთავრობასთან საკუთრების რესტიტუციის კანონის მიღების მხარდაჭერის მიზნით, ქმნის გრაფიკულ და ტექსტურ მონაცემთა ბაზებს, რომლებშიც შეიტანება ინფორმაცია დაახლოებით 12000 მიტოვებულ საკუთრების ობიექტზე (სახლები, ბინები, მიწა) საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, აწვდის პროექტის ბენეფიციარებს - ოსური წარმოშობის ლტოლვილებს - ინფორმაციას რესტიტუციის პროცესის შესახებ და აწარმოებს საინფორმაციო კომპანიას როგორც საქართველოში (მათ შორის, სამხრეთ ოსეთში), ასევე რუსეთის ტერიტორიაზე, ჩრდილო ოსეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში; ქმნის ეფექტიან მექანიზმს, რომლის საშუალებითაც ლტოლვილებს შეუძლიათ გაერკვნენ ახალი ინიციატივის დეტალებში, მიიღონ მიზნობრივი სამართლებრივი კონსულტაციები და წარადგინონ მოთხოვნები დაკარგული ქონების დაბრუნების თაობაზე.

ოსური წარმოშობის ლტოლვილების მიერ დაკარგული ქონების და მათ მიერ წარდგენილი დეკლარაციების მონაცემთა ბაზების შექმნა, ინფორმაციის გავრცელების და სამართლებრივი კონსულტაციების სისტემა ქონების რესტიტუციის თაობაზე უზრუნველყოფს რესტიტუციის შესახებ სამართლიანი გადაწყვეტილებების მიღებას და ხელს უწყობს კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის ატმოსფეროს შექმნასა და ურთიერთობების გაუმჯობესებას.