HomeMap
APLR
 
English version

საზოგადოებასთან ურთიერთობა

         


სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: მიწათსარგებლობის უფლებების დაბრუნებისა და დამატებითი უფლებების შეძენის ხელშემწყობი სამუშაოები აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის მისლადენისათვის საქართველოში

განხორციელების ადგილი: გარდაბანი, რუსთავი, მარნეული, თეთრიწყარო, წალკა, ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი

განხორციელების ვადა: მაისი, 2005 - დეკემბერი, 2010

დაფინანსების წყარო: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მისლადენის კომპანია


პროექტის მოკლე აღწერა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მეშვეობით განხორციელდება ნავთობისა და გაზის ექსპორტი კასპიის ზღვის საბადოებიდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით ევროპისა და მსოფლიოს ბაზრებზე. “BP Exploration Ltd”, მილსადენების მშენებლობის ოპერატორი კომპანია, ახორციელებს მიწაზე უფლებების შეძენას სამშენებლო დერეფანში როგორც მილსადენების მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის პერიოდისათვის, ამიტომ კომპანიას უწევს მიწის მესაკუთრეებთან და მოსარგებლეებთან მჭიდრო ურთიერთობა.

მას შემდეგ, რაც ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, ოპერატორი კომპანია გეგმავს ზოგიერთ შესყიდულ მიწის ნაკვეთზე სარგებლობის უფლების მისი პირვანდელი მფლობელებისათვის გადაცემას, დამატებითი უფლებების შეძენას სამშენებლო დერეფნის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებულ ნაკვეთებზე, მილსადენის მარშრუტზე მიწის ნაკვეთების შეძენის პროცესის დასრულებას და საჩივრების მონიტორინგის სისტემის ოპერირების გაგრძელებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების პროექტებისათვის.

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიასთან დადებული კონტრაქტის ფარგლებში, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია სამშენებლო დერეფანში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს აწვდის დეტალურ ინფორმაციას მიწაზე სარგებლობის უფლებების დაბრუნების და სამშენებლო კომპანიის მიერ დამატებითი უფლებების შეძენის პროცედურების, ასევე კომპანიის მიერ დაწესებული შეზღუდვების შესახებ; ამზადებს მიწის სარეგისტრაციო დოკუმენტებს და კოორდინირებას უწევს ოფიციალურ გარიგებებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ნოტარიული წესით ლეგალიზაციას; უზრუნველყოფს სხვადასხვა ტერიტორიებზე შეზღუდვებისა და მიწათსარგებლობის უფლებების გადაცემის რეგისტრაციას; ახორციელებს მაღალმთიანი სოფლების სათემო ორგანიზაციებისათვის დამატებითი შეზღუდვებისთვის კომპენსაციების გადაცემის და ამ კომპენსაციების განაწილების მონიტორინგს; უზრუნველყოფს სამშენებლო დერეფანში მიწის შესყიდვის პროცესის დასრულებას და საჩივრების მონიტორინგის სისტემის ფუნქციონირებას.

პროექტის განხორციელება ხელს უწყობს მილსადენის მარშრუტზე მცხოვრები მოსახლეობის საკუთრების უფლებების დაცვას და უზრუნველყოფს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი უცხოელი ინვესტორის წარმატებულ საქმიანობას.