HomeMap
APLR
 
English version

საზოგადოებასთან ურთიერთობა

        


სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: სამშენებლო კონტრაქტორის მიერ გადახდილი მიწის კომპენსაციების გადამოწმების უზრუნველყოფა

განხორციელების ადგილი: გარდაბანი, რუსთავი, მარნეული, თეთრიწყარო, წალკა, ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი

განხორციელების ვადა: ივნისი, 2005 - დეკემბერი, 2005

დაფინანსების წყარო: სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანია


პროექტის მოკლე აღწერა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მეშვეობით განხორციელდება ნავთობისა და გაზის ექსპორტი კასპიის ზღვის საბადოებიდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით ევროპისა და მსოფლიოს ბაზრებზე. “BP Exploration Ltd”, მილსადენების მშენებლობის ოპერატორი კომპანია, ახორციელებს მიწაზე უფლებების შეძენას სამშენებლო დერეფანში როგორც მილსადენების მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის პერიოდისათვის, ამიტომ კომპანიას უწევს მიწის მესაკუთრეებთან და მოსარგებლეებთან მჭიდრო ურთიერთობა.

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიის კონტრაქტორია და ახორციელებს მთავარი სამშენებლო კონტრაქტორის (Spie Capac Petrofac Joint Venture) მიერ კომპენსაციების გაცემის დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას. მთავარი სამშენებლო კონტრაქტორი კომპენსაციებს უხდის ბაქო-თბილისი-ჯეიჰანისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენების სამშენებლო დერეფნის ფარგლებში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეებს მოსავლისთვის მიყენებული ზიანისთვის, ასევე დამატებით სამშენებლო ტერიტორიებზე და დროებითი სამშენებლო ბანაკების ფარგლებში არსებული ნაკვეთებისა და მისასვლელი გზებისთვის ზიანის მიყენების, ან ამ მიწების სამშენებლო ნარჩენებით დაბინძურების შემთხვევაში.

პროექტის ფარგლებში ასოციაცია ამოწმებს კომპენსაციების გადახდის მეთოდოლოგიასა და საჩივრებისათვის განსაზღვრული პროცედურების შესრულებას სამშენებლო კონტრაქტორის მიერ და ამ მიზნით ადგენს აუდიტის ფორმებსა და შესამოწმებელ ცხრილებს, ახორციელებს მიწის მესაკუთრეთა და მოიჯარეთა გამოკითხვას და ატარებს საველე აუდიტს; დაზარალებული მოსახლეობის ინფორმირების მიზნით უსასყიდლოდ ავრცელებს ჟურნალ ”მიწის მესაკუთრეს” სპეციალური ჩანართით, სადაც აღწერილია მშენებლობის პროცესში კომპენსაციების გაცემის პროცედურები და სამშენებლო კონტრაქტორის ვალდებულებები.  ინფორმაცია გამოვლენილი დარღვევების შესახებ წარედგინება მილსადენის კომპანიას შემდგომი რეაგირებისათვის.

პროექტის განხორციელება უზრუნველყოფს სამშენებლო დერეფანში და მის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა უფლებების დაცვას და ადგილობრივ მოსახლეობასა და ოპერატორ კომპანიას შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას.