English version |
|
|||
|
ტრენინგები მიწის კანონმდებლობის და აგრარულ საკითხებზე
სტატუსი: დასრულებული
სრული დასახელება: ფერმერებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის ტრენინგების ჩატარება ბოსტნეული კულტურების, ხეხილისა და ვაზის ნერგების აგროტექნიკისა და მიწასთან დაკავშირებული კანონმდებლობის საკითხებზე განხორციელების ადგილი: ქუთაისი, თეთრიწყარო, თელავი, ახალციხე, გურჯაანი, ახმეტა, ბათუმი განხორციელების ვადა: მარტი, 2005 - მაისი, 2005 დაფინანსების წყარო: ”ეისიდიაი-ვოკა”
პროექტის მოკლე აღწერა დღესდღეობით საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ფერმერებისათვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება ინფორმაციის ნაკლებობა სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის, სოფლის მეურნეობის თანამედროვე მიღწევებისა და ახალი ტექნოლოგიების შესახებ. ფერმერებამდე ვერ აღწევს ინფორმაცია ფერმერული მეურნეობის წარმოების და მცენარეთა მოვლისა და დაცვის ახალი მეთოდებზე მაშინ, როდესაც მცენარეთა დაცვის საშუალებების არასწორად გამოყენების შემთხვევაში წარმოიშობა გარემოს დაბინძურებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების საფრთხე. ფერმერები ჩვეულებრივ დიდ ინტერესს იჩენენ მცენარეთა მოვლისა და დაცვის თანამედროვე მეთოდების მიმართ. ითვალისწინებს რა მათ საჭიროებებს, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია ACDI/VOCA-ს დაფინანსებით ატარებს ტრენინგებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში. ტრენინგები ეხება ნიადაგის კულტივაციას, ჩითილების გამოყვანას, გადარგვისათვის ნიადაგის მომზადებას, ნარგავების დაცვას სარეველების, მწერებისა და დაავადებებისაგან, სასუქების, ჰერბიციდებისა და ინსექტიციდების გამოყენებას; ხეხილისა და ვაზის ნერგების მოვლას, ნიადაგის სტერილიზაციას, საძირეების შერჩევა-გამრავლებას, მყნობის ტექნიკას, სათბურებში ნერგების გამოყვანას ჯანმრთელი სარგავი მასალის მიღების მიზნით. ასოციაცია ასევე უზრუნველყოფს ტრენინგებს ფერმერებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებისათვის, რომელთაც სურთ მიწასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებში გარკვევა. ტრენინგებზე მათ მიეწოდებათ ინფორმაცია მიწის რეფორმის, მიწასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის, საგადასახადო კოდექსის დებულებების, კერძოდ, მიწასა და უძრავ ქონებაზე დადგენილი გადასახადებისა და ამ გადასახადებზე დაწესებული შეღავათების შესახებ. ფერმერებისათვის მემცენარეობის თანამედროვე მეთოდების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყოფს მათ მიერ წარმოებული პროდუქციის ხარისხისა და რაოდენობის ზრდას; სამართლებრივ საკითხებზე ტრენინგის შედეგად კი ფერმერები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ეცნობიან უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო სიახლეებს, რაც ხელს უწყობს მათი საქმიანობის ეფექტიანობას. |
|||
|