HomeMap
APLR
 
English version

საზოგადოებასთან ურთიერთობა

         


სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: თემის მობილიზაციის ინიციატივის ხელშეწყობა დასავლეთ საქართველოში

განხორციელების ადგილი: სოფლები: დიმი, ფერსათი, გუმბრა, საკრაულა, მექვენა, იმერეთის რეგიონი

განხორციელების ვადა: სექტემბერი, 2003 - იანვარი, 2005

დაფინანსების წყარო: მიწის საერთაშორისო კოალიცია


პროექტის მოკლე აღწერა

საქართველოში სასოფლო რეგიონების განვითარება საკმაოდ ნელი ტემპით მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობა – მონაწილეობა მიიღოს მის წინაშე მდგარი პრობლემების გადაწყვეტაში დაბალია. სოფლის მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების, სოფლად არსებული პრობლემების მოგვარებისა და ცხოვრების დონის ამაღლებისათვის ადგილობრივი ხელისუფლების ძალისხმევასთან ერთად მნიშვნელოვანია თემის მობილიზაცია და ადგილობრივი მოსახლეობის შესაძლებლობების გაძლიერება.

დასავლეთ საქართველოში თემის მობილიზაციის ინიციატივის ხელშეწყობის პროექტის მიზანია უზრუნველყოს ადგილობრივი საზოგადოების პირდაპირი მონაწილეობა არსებული პრობლემების განხილვაში და პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში.

პროექტის ფარგლებში მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია განსაზღვრავს პროექტის ბენეფიციარებს და უზრუნველყოფს მათ ტრენინგით სათემო ორგანიზაციების განვითარების სტრატეგიაზე; იმერეთის რეგიონის 5 შერჩეულ სოფელში ეხმარება ადგილობრივ მოსახლეობას სათემო ორგანიზაციების ჩამოყალიბებაში და აძლევს მათ რჩევებს გადაწყვეტილებების მიღებასთან, პრიორიტეტული პროექტების განსაზღვრასთან, დაგეგმვასა და განხორციელებასთან დაკავშირებით; სათემო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან განიხილავს საკანონმდებლო საკითხებს, კერძოდ, არბიტრაჟის, მიწის საკუთრების, საგადასახადო რეგულირების საკითხებს; ხელს უწყობს არბიტრაჟის შექმნას და ეხმარება პროექტის ბენეფიციარ სოფლის მოსახლეობას მიწასთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტაში; ამზადებს დიგიტალურ ორთოფოტოებს თითოეული შერჩეული საკრებულოსათვის გადასაცემად, ხელს უწყობს მაღალმთიან სოფლებში საძოვრების ადგილობრივი სათემო ორგანიზაციებისათვის გადაცემას და ატარებს ტრენინგებს საძოვრების მართვის პრინციპებზე; ამზადებს ინფორმაციას სათემო ორგანიზაციების სახელმძღვანელოსათვის, სადაც თავმოყრილია ამ ორგანიზაციებისათვის საჭირო სამართლებრივი ინფორმაცია; სათემო ორგანიზაციების მეშვეობით ახორციელებს მიკრო-პროექტებს სარწყავი არხების მშენებლობის, სასმელი წყლის მიწოდების და მდინარეებზე გაბიონების მშენებლობის მიზნით.

პროექტი უზრუნველყოფს ადგილობრივი საზოგადოების სასოფლო რეგიონების განვითარებაში მონაწილეობის შესაძლებლობების ზრდას და ხელს უწყობს საზოგადოების მიერ სათემო ორგანიზაციების მნიშვნელობის გაცნობიერებას.