HomeMap
APLR
 
English version

საზოგადოებასთან ურთიერთობა

        


სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: საჩივრების მონიტორინგის სისტემის უზრუნველყოფა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის კომპანიისათვის

განხორციელების ადგილი: გარდაბანი, რუსთავი, მარნეული, თეთრიწყარო, წალკა, ბორჯომი, ახალციხე, ადიგენი

განხორციელების ვადა: აგვისტო, 2003 - აპრილი, 2005

დაფინანსების წყარო: ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია


პროექტის მოკლე აღწერა

ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მეშვეობით განხორციელდება ნავთობისა და გაზის ექსპორტი კასპიის ზღვის საბადოებიდან აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიების გავლით ევროპისა და მსოფლიოს ბაზრებზე. “BP Exploration Ltd”, მილსადენების მშენებლობის ოპერატორი კომპანია, ახორციელებს მიწაზე უფლებების შეძენას სამშენებლო დერეფანში როგორც მილსადენების მშენებლობის, ისე ექსპლუატაციის პერიოდისათვის, ამიტომ კომპანიას უწევს მიწის მესაკუთრეებთან და მოსარგებლეებთან მჭიდრო ურთიერთობა.

საქართველოში მილსადენების მშენებლობის დაწყების შემდეგ სამშენებლო დერეფანში მცხოვრებმა ასობით მიწის მესაკუთრემ მიიღო კომპენსაცია მიწის ნაკვეთებისათვის. თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრების უფლებები ირღვევა. ასევე არსებობს შემთხვევები, როდესაც მშენებლობის შედეგად ზიანდება სამშენებლო ტერიტორიების მიმდებარე გზები, მოსავალი და მიწის ნაკვეთები.

საჩივრების მონიტორინგის პროექტის მიზანია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტების ფარგლებში საჩივრების მონიტორინგის სისტემის შექმნა, მართვა და კოორდინირება.

მიწის მესაკუთრეთა საჭიროებების დაკმაყოფილებისა და მათ წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრის მიზნით მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია აწყობს შეხვედრებს ადგილობრივ მოსახლეობასთან სამშენებლო დერეფანში მოქცეულ სოფლებში და აწვდის მათ ინფორმაციას საჩივრების სისტემის შესახებ; თითოეულ სოფელში ამონტაჟებს საჩივრების ყუთს, ყოველკვირეულად აგროვებს მიღებულ საჩივრებს და აწვდის მილსადენის კომპანიებს. ასოციაციის ცენტრალურ ოფისში მუშაობს “ცხელი ხაზი”, რომლის მეშვეობითაც მესაკუთრეებს შეუძლიათ დააფიქსირონ ნებისმიერი საჩივარი ან უფლების დარღვევა. ასოციაცია უზრუნველყოფს ამ საჩივრებზე რეაგირებას და ხელს უწყობს მათ მოგვარებას; მილსადენის დერეფანში მცხოვრებ მოსახლეობას შორის ვრცელდება ჟურნალი მიწის მესაკუთრე, სადაც განიხილება საჩივრების სისტემის მექანიზმები. ასოციაცია პროექტის ფარგლებში ქმნის რეგიონულ ჯგუფებს, რომლებიც ასრულებენ შუამავლის ფუნქციას მოსახლეობასა და მილსადენების კომპანიებს შორის.

პროექტი ხელს უწყობს სამშენებლო დერეფანში მცხოვრებ მოსახლეობასა და მილსადენების კომპანიებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას, უზრუნველყოფს არსებული დავების გადაწყვეტას და ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების დაკმაყოფილებას, ასევე მშენებლობის პროცესის სწრაფად და ეფექტიანად წარმართვას.