HomeMap
APLR
 
English version

საზოგადოებასთან ურთიერთობა


სტატუსი: დასრულებული

სრული დასახელება: ფერმერებისათვის იურიდიული სახელმძღვანელოს მომზადება

განხორციელების ადგილი: საქართველო

განხორციელების ვადა: თებერვალი, 2002 - თებერვალი, 2003

დაფინანსების წყარო: ევრაზიის ფონდი


პროექტის მოკლე აღწერა

ფერმერები, რომლებიც აწარმოებენ მეურნეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ხშირად ვერ ფლობენ აუცილებელ ცოდნას მიწის და უძრავი ქონების საკუთრებასთან, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან, პროცედურებსა და მიწის დაბეგვრასთან დაკავშირებული უფლება-მოვალეობების შესახებ, რაც უარყოფითად მოქმედებს მათი საქმიანობის ეფექტიანობაზე და იწვევს სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ მათი უფლებების დარღვევას.

პროექტი ითვალისწინებს ფერმერებისათვის იურიდიული სახელმძღვანელოს მომზადებას, დაბეჭდვას და უსასყიდლოდ გავრცელებას. სახელმძღვანელოს მიზანია ფერმერულ საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების შესახებ ინფორმაციის გავრცელება, რაც უზრუნველყოფს ბიუროკრატიული ინსტიტუტების მიერ ფერმერების უფლებების დარღვევის ფაქტების შემცირებას.

სახელმძღვანელოში წარმოდგენილია ფერმერულ საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა ასპექტები: მიწის გადასახადები, კრედიტებზე ხელმისაწვდომობა, სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების ტრანსპორტირების ნებართვების მიღება, მიწის ნაკვეთის ყიდვა-გაყიდვის, იჯარის და გირავნობის შესახებ ხელშეკრულებების ნიმუშები, რაც ეხმარება ფერმერებს კომერციული ურთიერთობების ადეკვატურად წარმართვასა და რეგულირებაში. სახელმძღვანელო ასევე შეიცავს საფინანსო, სახელმწიფო, არსამთავრობო და დონორი ორგანიზაციების საკონტაქტო ინფორმაციას, რაც შეიძლება სასარგებლო იყოს ფერმერებისთვის კომერციული საქმიანობის დაგეგმვისას. სახელმძღვანელო დაწერილია მარტივი და გასაგები ენით და დართული აქვს იურიდიული ტერმინების ჩამონათვალი განმარტებებით.

ფერმერები თვლიან, რომ სახელმძღვანელო წარმოადგენს მრავალმხრივად საინტერესო ინფორმაციის კრებულს. სახელმძღვანელოში აღწერილი პროცედურების გაცნობის შედეგად მათ მნიშვნელოვნად უადვილდებათ სახელმწიფო ინსტიტუტებთან ურთიერთობა და კანონით დადგენილი პროცედურების განხორციელება.