English version |
|
|||
|
ცნობარი მიწის მესაკუთრეთათვის
სტატუსი: დასრულებული
სრული დასახელება: ცნობარის მომზადება, დაბეჭდვა და გავრცელება მიწის მესაკუთრეთათვის განხორციელების ადგილი: საქართველო განხორციელების ვადა: 1997 დაფინანსების წყარო: ევრაზიის ფონდი
პროექტის მოკლე აღწერა 1991 წელს საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, საქართველო დადგა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის საჭიროების წინაშე. მიწის რეფორმის განხორციელების დაწყება ამ მიმართულებით გადადგმულ ერთ-ერთ ნაბიჯად განიხილება. 1990-იან წლებში ახალ რეალობასთან შესაბამისობის მიზნით საქართველოს პარლამენტმა მიიღო მიწასთან დაკავშირებული მთელი რიგი კანონები. საბჭოთა პერიოდის საკანონმდებლო ბაზა თითქმის მთლიანად შეიცვალა. ქვეყანაში მიმდინარე მიწის რეფორმის ფარგლებში მიწასა და უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებების დამკვიდრების შედეგად წარმოიშვა ათასობით მიწის/უძრავი ქონების მესაკუთრე. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრები ფერმერები და მიწის მესაკუთრეები არ იცნობენ მიწასთან დაკავშირებულ ახალ კანონმდებლობას და საჭიროების შემთხვევაში ვერ ახერხებენ სათანადო ინფორმაციის მიღებას, რაც მათთვის სერიოზული პრობლემაა. მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია აქტიურადაა ჩართული მიწის რეფორმის განხორციელებაში, საკანონმდებლო გარემოს გაუმჯობესებასა და მონიტორინგში და წარმოადგენს საექსპერტო ცოდნის წყაროს მიწასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებზე. უძრავი ქონების მესაკუთრეების საკანონმდებლო აქტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ასოციაცია ამზადებს უსასყიდლო ცნობარს მიწის მესაკუთრეებისათვის. ცნობარში წარმოდგენილია 1997 წლისთვის მიღებული მიწასთან დაკავშირებული ყველა მნიშვნელოვანი კანონი და საკანონმდებლო აქტი. სახელმძღვანელო საშუალებას აძლევს ფერმერებსა და მიწის მესაკუთრეებს გაეცნონ 1992 წლის შემდეგ მიღებულ მიწასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტებს და მიიღონ დეტალური ინფორმაცია მათი უფლება-მოვალეობების შესახებ. სახელმძღვანელო უზრუნველყოფს საზოგადოების ცოდნის ზრდას მიწის საკუთრების საკითხებზე და ხელს უწყობს მიწის რეფორმის გამჭვირვალობას. |
|||
|