English version |
|
|||
|
მიწაზე საკუთრების უფლებების რეგისტრაცია სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოებისთვისსტატუსი: მიმდინარე სრული დასახელება: მიწაზე საკუთრების უფლებების რეგისტრაცია სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გამტარუნარიანობის ზრდის პროექტისთვის განხორციელების ადგილი: წალკა, ბორჯომი, ახალციხე, სუფსა განხორციელების ვადა: ოქტომბერი, 2010 – დეკემბერი, 2012 დაფინანსების წყარო: “ბიპი ექსპლორეიშენ” (კასპიის ზღვა) პროექტის მოკლე აღწერა: 692-კილომეტრიანი სამხრეთ კავკასიის გაზსადენის მეშვეობით, რომლის ექსპლუატაციაც 2006 წელს დაიწყო, ხორციელდება ბუნებრივი გაზის ექსპორტი კასპიის ზღვაში მდებარე შაჰ-დენიზის საბადოდან, აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით, თურქეთისა და ევროპის ბაზრებზე. შაჰ-დენიზის საბადოს განვითარების პროექტის ფარგლებში დაგეგმილია მილსადენის გამტარობის გაზრდა, რის შედეგადაც გადატანილი გაზის მოცულობა წელიწადში 20 მილიონ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გამტარობის ზრდის პროექტი შაჰ-დენიზის საბადოს განვითარების პროექტის ნაწილია. გაზსადენის გამტარუნარიანობის ზრდისათვის დაგეგმილია ახალი მილსადენების გაყვანა საქართველოსა და აზერბაიჯანში და საქართველოში ორი ახალი გაზის მიმწოდებელი სადგურის მშენებლობა. თურქეთის საზღვართან გაზსადენი შეურთდება სხვა ახალ მილსადენებს, რომელთა საშუალებითაც გაიზრდება თურქეთსა და ევროკავშირში ექსპორტირებული გაზის მოცულობა. “ბი პი ექსპლორეიშენი” (კასპიის ზღვა), სამხრეთ კავკასიის გაზსადენის ოპერატორი კომპანია, სხვა პარტნიორებთან ერთად პასუხისმგებელია გაზსადენის განვითარებასთან დაკავშირებული საქმიანობების მართვასა და განხორციელებაზე. საქართველოში სამშენებლო დერეფანში მიწაზე საკუთრების უფლებების რეგისტრაციის მიზნით, რაც გაზსადენის გამტარუნარიანობის ზრდის პროექტის განხორციელების აუცილებელი წინაპირობაა, ოპერატორმა კომპანიამ გააფორმა კონტრაქტი მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციასთან. ოპერატორ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, ბორჯომის, ახალციხის და წალკის მუნიციპალიტეტებში ასოციაცია უზრუნველყოფს 60 კილომეტრი სიგრძის და 50 მეტრი სიგანის სამშენებლო დერეფანში მოხვედრილ მიწის ნაკვეთებზე ინფორმაციის შეგროვებას, მიწის საკუთრების სტატუსის დადგენას, საჭიროების შემთხვევაში - მიწის ნაკვეთების დაყოფას, საკუთრების უფლებების პირველად რეგისტრაციას. პირველადი რეგისტრაციის შემდგომ ასოციაცია ეხმარება ოპერატორ კომპანიას სამშენებლო დერეფნაში მიწის გამოსყიდვასა და საჯარო რეესტრში რეგისტრაციაში, კომპანიას და მესაკუთრეებს შორის შუამავლობით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებების გაფორმების ხელშეწყობით. პროექტის ფარგლებში ასოციაცია ასევე უზრუნველყოფს ოპერატორი კომპანიისთვის მიწის გამოსყიდვას სუფსის ტერმინალის მიმდებარე ტერიტორიებზე, სადაც სამშენებლო/საექსპლუატაციო დერეფანში მოხვედრლი მიწის ნაკვეთები დატვირთული იქნა სერვიტუტით ტერმინალის მშენებლობის დროს. პროექტის განხორციელება ხელს უწყობს მილსადენის გამტარობის ზრდის პროექტის განხორციელებას, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ექსპორტირებული გაზის მოცულობის გასამმაგებას და წელიწადში 20 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზრდას. |
|||
|