HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება


სტატუსი:  დასრულებული

სრული დასახელება:  სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი   საწარმოების კუთვნილი შენობა-ნეგებობების და მათზე მიმაგრებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო-აზომვითი ნახაზების მომზადება

განხორციელების ადგილი:  თბილისი; საქართველოს სხვადასხვა რეგიონები

განხორციელების ვადა:  ნოემბერი - დეკემბერი, 2010

დაფინანსების წყარო:  საწარმოთა მართვის სააგენტო



პროექტის მოკლე აღწერა:

სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ეფექტიანი მართვის მიზნით საჭიროა ამ საწარმოების აქტივების ღირებულების განსაზღვრა, მათ შორის, უძრავი ქონების აღრიცხვა და შეფასება, რის საფუძველზედაც შესაძლებელია გადაწყვეტილების მიღება საწარმოების სახელმწიფო მართვაში დატოვების, მათი პრივატიზების ანდა თვითმმართველობის ორგანოებისთვის გადაცემის შესახებ.

საწარმოთა მართვის სააგენტო, რომელიც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირია, უზრუნველყოფს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოთა უძრავი ქონების აღრიცხვას და რეგისტრაციას, ქმნის შესაბამის მონაცემთა ბაზებს, განსაზღვრავს სახელმწიფოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის საწარმოებს, რომლებიც დარჩებიან სახელმწიფო მართვაში, ასევე პერსპექტიულ საწარმოებს, რომლებიც შესაძლოა მიმზიდველი იყოს ინვესტორებისთვის და ზარალიან, მცირე მოგების მქონე და მძიმე ფინანსური მდგომარეობის მქონე უპერსპექტივო საწარმოებს, რომლებიც საპრივატიზებოდ უნდა მომზადდეს.

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია, საწარმოთა მართვის სააგენტოსთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე, ახორციელებს თბილისში, რუსთავში, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის და კახეთის რეგიონებში არსებული სახელმწიფო საწარმოების, მათ შორის, ღვინის ქარხნების, კომუნალური მომსახურების დაწესებულებების, სანატორიუმების, დასასვენებელი სახლების და სხვა ობიექტების საკადასტრო აზომვას. შესრულებული სამუშაოების შედეგად მზადდება და დამკვეთს გადაეცემა შენობების შიდა აზომვითი ნახაზები და მიწის ნაკვეთების საკადასტრო რუკები.

პროექტის განხორციელება ხელს უწყობს სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების ეფექტიან მართვას, მათი კუთვნილი უძრავი ქონების რეგისტრაციას და სახელმწიფო ქონების პრივატიზების დაჩქარებას.