HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება


სტატუსი:  დასრულებული

სრული დასახელება:  საქართველოს ისტორიულ-კულტურული ძეგლების მიმდებარე ტერიტორიებზე ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი ადგილების საკადასტრო-აზომვითი ნახაზების მომზადება

განხორციელების ადგილი:  საქართველოს სხვადასხვა რეგიონები

განხორციელების ვადა:  ნოემბერი, 2010

დაფინანსების წყარო:  საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტო



პროექტის მოკლე აღწერა:

საქართველოში ტურიზმის განვითარებისა და ისტორიულ-კულტურული ძეგლების ვიზიტორთა რაოდენობის ზრდისთვის აუცილებელია ამ ძეგლების მიმდებარე ტერიტორიების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, ამ ტერიტორიების მოწესრიგება და ტურისტებისთვის დასასვენებელი ადგილების მოწყობა.

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ გააფორმა კონტრაქტი მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციასთან სხვადასხვა კულტურის ძეგლების ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი ტერიტორიების საკადასტრო-აზომვითი ნახაზების მომზადებისათვის. ამ კონტრაქტის საფუძველზე ასოციაციის სპეციალისტები უზრუნველყოფენ ალავერდის, გრემის, ნიკორწმინდის, ვარძიის, დავით-გარეჯის, იყალთოს, ძველი შუამთის, გელათის და მცხეთის ჯვრის მიმდებარე ტერიტორიებზე სველი წერტილების მოსაწყობად გამოყოფილი ადგილების საკადასტრო აზომვას და შესაბამისი ნახაზების მომზადებას.

პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს კულტურის ძეგლების მიმდებარე ტერიტორიების კეთილმოწყობას და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას.