HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება


სტატუსი:  დასრულებული

სრული დასახელება:  თბილისის ადმინისტრაციული ტერიტორიის მიწის ბაზრის ანალიზი და ზონირების ახალი რუკის შექმნა მიწის საბაზრო ღირებულების საფუძველზე ნორმატიული ფასების დადგენისთვის

განხორციელების ადგილი:  თბილისი

განხორციელების ვადა:  ოქტომბერი-დეკემბერი, 2010

დაფინანსების წყარო: 
ქალაქ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტო



პროექტის მოკლე აღწერა:

სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვა-განკარგვის, მიწათსარგებლობის დაგეგმვის, განაშენიანების რეგულირების და ზოგადად ურბანული განვითარებისთვის   დიდი მნიშვნელობა აქვს მიწის ნორმატიული ფასების განსაზღვრას საბაზრო ღირებულებაზე დაყრდნობით. მიწის ნორმატიული ფასი დგინდება წელიწადში ერთხელ, შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს მიერ. 

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია, ქალაქ თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობით, უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მიწის ბაზარზე არსებული ფასებისა და ტენდენციების შესწავლას და ზონირების ახალი რუკის შექმნას. პროექტის ფარგლებში შექმნილია დამოუკიდებელი სერტიფიცირებული შემფასებლების და გის სპეციალისტების სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი კომპეტენციისა და კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტებით. უძრავი ქონების შემფასებლების ჯგუფი უზრუნველყოფს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების გაყიდვების ანალიზს და უბნების მიხედვით გრადაციას: მიწის ნაკვეთები ჯგუფდება კონკრეტული უბნების/ზონების მიხედვით ბაზრის თავისებურებებიდან და გაყიდვების მაჩვენებლებიდან გამომდინარე, დგინდება სტატისტიკური  მონაცემები უკანასკნელი წლების განმავლობაში არსებული გაყიდვების შესახებ თვეების მიხედვით, რის საფუძველზედაც ხორციელდება მიწის ნაკვეთების ფასების ანალიზი და განისაზღვრება  ბაზრის ტენდენციები.

ასოციაციის გის სპეციალისტები ქმნიან ზონირების ახალ სქემას სამი დონის მიხედვით (I დონე - უბანი, II დონე - ქვეუბანი და III დონე – ქუჩა), ასევე - თბილისის ზონირების ახალ რუკას და უზრუნველყოფენ მიწის ბაზრის კვლევის შედეგების რუკაზე დატანას, სადაც აისახება მიწის ღირებულება დონეების მიხედვით.

მიწის ბაზრის ანალიზი და ზონირების რუკა გადაეცემა თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, რომლის საფუძველზედაც გაანგარიშდება ქალაქ თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული მიწის ნორმატიული ფასები, რომლებიც დამტკიცდება თბილისის საკრებულოს მიერ.

პროექტის განხორციელება ხელს უწყობს მიწის რეალური ნორმატიული ფასების დადგენას ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალი
სწინებით.