HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება


 
სტატუსი:  დასრულებული

სრული დასახელება:  დაბა მესტიის არსებული საკადასტრო მონაცემების დიგიტალიზაცია; საკადასტრო მონაცემების დაზუსტება და გადამოწმება 2000-ზე მეტი მიწის ნაკვეთისთვის და შესაბამისი ელექტრონული ბაზის შექმნა

განხორციელების ადგილი:  დაბა მესტია

განხორციელების ვადა:  ოქტომბერი-ნოემბერი, 2010

დაფინანსების წყარო:  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო



პროექტის მოკლე აღწერა:

საქართველოში მიწის კადასტრისა და რეგისტრაციის თანამედროვე და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბების შემდგომ კვლავ გრძელდება მუშაობა ამ სისტემის სრულყოფის და გეომონაცემების ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნის მიზნით. დღეისათვის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სარეგისტრაციო სამსახურებისთვის აქტუალურია არსებული საკადასტრო და სარეგისტრაციო მონაცემების დაზუსტება, გადამოწმება და ელექტრონულ ფორმატში გადატანა.

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან დადებული კონტრაქტის საფუძველზე, უზრუნველყოფს დაბა მესტიის საკადასტრო ინფორმაციის მოძიებას, დაზუსტებას და ერთიან გეომონაცემთა ბაზაში ინტეგრირებას. კერძოდ, მიმდინარეობს სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე არსებული საკადასტრო მონაცემების ქაღალდის ვერსიების დიგიტალიზაცია სატელიტური ორთოფოტოების საფუძველზე და ამ ნაკვეთების მფლობელების შესახებ ინფორმაციის ადგილებზე გადამოწმება, საჭიროების შემთხვევაში საკარმიდამო მიწის ნაკვეთების და საცხოვრებელი სახლების, ასევე მესტიის მიმდებარე სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების აზომვა და მესაკუთრეების შესახებ მონაცემების შეგროვება.

შესრულებული სამუშაოების შედეგად იქმნება დაბა მესტიის საკადასტრო მონაცემების ელექტრონული ბაზა 2000-ზე მეტი მიწის ნაკვეთისათვის და მესტიის ელექტრონული რუკა, რომლებიც გადაეცემა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ერთიან გეომონაცემთა ბაზაში ინტეგრირებისთვის.