HomeMap
APLR
 
English version

მიწა და უძრავი ქონება



სტატუსი:  დასრულებული

სრული დასახელება:  განსახლების გეგმის განხორციელების ხელშეწყობა თბილისის შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო დერეფანში: იურიდიული მომსახურება; მიწის ნაკვეთების/უძრავი ქონების პირველადი და მეორადი რეგისტრაციების უზრუნველყოფა.  
 
განხორციელების ადგილი:  თბილისი

განხორციელების ვადა:  ივლისი, 2010 – აგვისტო, 2011

აფინანსების წყარო: 
“გეოგრაფიკი” - გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი



პროექტის მოკლე აღწერა:

თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის დასაწყებად, რომლის მიზანია თბილისის რკინიგზის ცენტრალური სადგურის და ქალაქის ცენტრში გამავალი სარკინიგზო ხაზების გაუქმება და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა, აუცილებელია განსახლების გეგმის განხორციელება და შესაბამისი კომპენსაციების გაცემა სამშენებლო დერეფანში მოხვედრილი მიწის ნაკვეთებისა და სხვა უძრავი ქონებისთვის. 

მიწის/უძრავი ქონების გამოსყიდვის პოტენციური ეკონომიკური ზეგავლენა შესწავლილი იქნა და განსახლების ჩარჩო დოკუმენტი შემუშავდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც პროექტის ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია. განსახლების ჩარჩოს მომზადების შემდეგ დღის წესრიგში დადგა განსახლების გეგმის განხორციელების საკითხი.

თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის ფარგლებში განსახლების გეგმის განხორციელებაზე პასუხისმგებელია გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი “გეოგრაფიკი”, რომელიც “საქართველოს რკინიგზის” კონტრაქტორია.

მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია, საკონსულტაციო ცენტრ “გეოგრაფიკთან” დადებული ხელშეკრულების სფუძველზე, უზრუნველყოფს თბილისის შემოვლითი რკინიგზის სამშენებლო დერეფანში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების და უძრავი ქონების მონაცემთა ბაზის შექმნას; ამ მიწასა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებული იურიდიული დოკუმენტაციის შეგროვებასა და შესწვალას; კერძო საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტების გადამოწმებას; კერძო საკუთრებად  რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საზღვრების დაზუსტებას და ყველა საჭირო ცვლილების საჯარო რეესტრში რეგისტრაციას; თითოეულ მიწის ნაკვეთზე საჯარო რეესტრიდან მესაკუთრის სახელზე ამონაწერის და საკადასტრო რუკის მიღებას. შესრულებული სამუშაოების საფუძველზე შესაძლებელი ხდება მესაკუთრეებთან მოლაპარაკება, ხელშეკრულებების დადება და შესაბამისი კომპენსაციების გაცემა.

პროექტის ფარგლებში  ასოციაცია ასევე უზრუნველყოფს საჩივრების ადმინისტრირებას: ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია დააფიქსიროს საჩივარი,  პრობლემა ან უფლების დარღვევა და მიიღოს იურიდიული კონსულტაცია და  დახმარება.

პროექტის განხორციელება ხელს უწყობს მოსახლეობის ეფექტიან განსახლებას და მიწის/უძრავი ქონების მესაკუთრეების უფლებების დაცვას.