English version |
|
|||
|
ქარელის რაიონის სამელიორაციო სისტემების რეგისტრაცია; სარწყავი წყლის მომხმარებლების მონაცემთა ბაზის ფორმირება და გადახდის სისტემის განვითარების ხელშეწყობა
სტატუსი: დასრულებული სრული დასახელება: ქარელის რაიონის სამელიორაციო სისტემების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის ხელშეწყობა, სარწყავი წყლის მომხმარებლების მონაცემთა ბაზის ფორმირება და გადახდის სისტემის განვითარების ხელშეწყობა განხორციელების ადგილი: ქარელის რაიონი განხორციელების ვადა: აპრილი-სექტემბერი, 2010 დაფინანსების წყარო: შპს “მტკვარი მ” პროექტის მოკლე აღწერა: საქართველოში აგრარული სექტორის განვითარებისა და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდისათვის აუცილებელია სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება და სარწყავი სისტემების მართვის თანამედროვე მეთოდების დანერგვა. რეგიონებში სარწყავი წყლის მიწოდების უზრუნველსაყოფად შეიქმნა რამდენიმე შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაა და ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ექვემდებარება. ეს ორგანიზაციები ახორციელებენ კონკრეტულ რაიონებში საირიგაციო სისტემების მართვას, პასუხისმგებელნი არიან მათ განვითარებაზე და მომხმარებლებისთვის სარწყავი წყლის შეუფერხებლად მიწოდებაზე. შპს “მტკვარი მ”, რომელიც უზრუნველყოფს სამელიორაციო სისტემების მართვას შიდა ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციასთან ერთად ახორციელებს საცდელ პროექტს ქარელის რაიონში სარწყავი სისტემების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის, სარწყავი წყლის მომხმარებლების მონაცემთა ბაზის შექმნის და გადახდის სისტემის განვითარების მიზნით. პროექტის ფარგლებში ასოციაციის სპეციალისტები ახორციელებენ სარწყავქსელიანი მიწების ორთოფოტოების მოძიებას, სარწყავი სისტემების და გამანაწილებელი ქსელების ადგილებზე დაზუსტებას, დიგიტალიზაციას და საკადასტრო აზომვითი ნახაზების მომზადებას საჯარო რეესტრში ხაზოვან ნაგებობებად რეგისტრაციისთვის. საჯარო რეესტრში არსებული და ასოციაციის მონაცემთა ბაზებში დაცული ინფორმაციის საფუძველზე ხორციელდება იმ მიწის მესაკუთრეების და მოსარგებლეების იდენტიფიცირება, რომლებიც ამჟამად სარგებლობენ სარწყავი წყლით ან არიან კომპანიის პოტენციური მომხმარებლები; ასოციაციის სპეციალისტები განსაზღვრავენ სარწყავ ტერიტორიებს, ადგენენ მათ ზუსტ ფართობებს, ამოწმებენ ინფორმაციას ადგილებზე გამოკითხვის მეთოდით და ქმნიან შესაბამის გეოინფორმაციულ მონაცემთა ბაზას, სადაც თითოეულ სარწყავ მიწის ნაკვეთს ენიჭება უნიკალური კოდი; ასოციაციის პროგრამისტები ასევე ქმნიან გეოინფორმაციული მონაცემთა ბაზისა და აბონენტთა აღრიცხვის მონაცემების დამაკავშირებელ პროგრამას და ამ პროგრამის ინტერფეისს, რომელიც უზრუნველყოფს აბონენტის რეკვიზიტების და ნაკვეთის ტექნიკური მონაცემების დაკავშირებას და ამ მონაცემების რედაქტირების შესაძლებლობას, ასევე სასოფლო-სამეურნეო კულტურების განლაგების აღრიცხვას და საერთო ვიზუალური აღქმის შესაძლებლობას. ასოციაცია ეხმარება “მტკვარი მ”-ს აბონენტთა განცახდებების მიღებაში, მათთან მოლაპარაკებების წარმოებასა და სარწყავი წყლის მიწოდების შესახებ ხელშეკრულებების დადებაში; ასევე ატრენინგებს კომპანიის თანამშრომლებს მონაცემთა ბაზის მართვის პროგრამის სწავლებისთვის. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს გადახდის დახვეწილი მოდელის დანერგვას, მაღალი ხარისხის სამელიორაციო მომსახურების უზრუნველყოფას და შესაბამისად სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებისთვის სარწყავი წყლის დროულად და გარანტირებულად მიწოდებას. |
|||
|